„ასეთი ტოტალური ბულინგი, რაც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს…“ – პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო დებატების ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა

🔴„ასეთი ტოტალური ბულინგი, რაც ახლა მიმდინარეობს, საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს…“ – პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპარლამენტო დებატების ფორმატში ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ისაუბრა

🔷 „ასეთი ტოტალური ბულინგი საქართველოს პოსტსაბჭოთა პერიოდში არ ახსოვს, მოსყიდვები, შანტაჟი, დაშინებები, ტვინის გამორეცხვა რეკლამებით.

-მაგალითად, თუ ავიღებთ, თუნდაც ევროვიზიის კონკურსს. განა იყო რამე შემოქმედებითი ამ კონკურსზე. ყველაფერი იყო მიმართული პროპაგანდასა და რეკლამისკენ.

🔷 რას ნიშნავს სანქციები? ეს იგივე ზეწოლაა. სხვა ქვეყანა მეორე ქვეყანას რაღაც სანქციებს უწესებს. ე.ი. მას არ მოსწონს მისი პოლიტიკა, მის მიერ გადადგმული ნაბიჯები და ამით უნდა დააშინოს.

🔷 ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირების მიმართ, რომლებიც გამოდიან ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების წინააღმდეგ და თავიანთი განცხადებებით თუ მოწოდებებით, ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას, კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას.

🔷 სამწუხაროდ, ამერიკის შეერთებული შტატების რეაქციულმა წრეებმა და დღეს მოქმედი ადმინისტრაციის ოდიოზურმა ფიგურებმა, ასევე მათ ვასალებმა ბოლო 50 წლის განმავლობაში ათეულობით ქვეყანაში დაგეგმეს და განახორციელეს რევოლუციები, მათ შორის, რამდენჯერმე საქართველოში. ამ რევოლუციებმა რომელ ქვეყანას რა მოუტანა, კარგად ჩანს უკრაინის მაგალითზე.

🔷 საჭიროა, ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რომ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი, იდენტობა, დაიცვას ქართული ენა. მთელი რიგი სამინისტროები და სახელმწიფო უწყებები ინფორმაციას გადასცემენ ლათინური ასოებით, რითაც ირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და მოსახლეობის კანონიერი უფლებები. ამ საქმეში სახალხო დამცველი, რომელიც უნდა იყოს ხალხის ინტერესების დამცველი, დუმს, თითქოსდა მას ეს არ ეხება.

🔷 ასევე სახალხო დამცველმა აუცილებლად უნდა მოახდინოს რეაგირება სკოლამდელი და დაწყებითი კლასების ბავშვების საპროტესტო და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ფაქტებთან დაკავშირებით, ბავშვთა უფლებების დაცვის მიზნით.

🔷 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უნდა იყვნენ დაბარებული იმ ქვეყნების ელჩები, რომლებიც უხეშად ერევიან საქართველოს საშინაო საქმეებში და მათ შესაბამისი საპროტესტო ნოტა გადაეცეთ, როგორც ეს ცივილიზებულ სახელმწიფოებშია მიღებული.

🔷 მინდა ყურადღება გავამახვილო განათლების სისტემის პრობლემებთან დაკავშირებით.

🔷 პირველი – 2003 წელს, როდესაც განათლების სისტემას სათავეში ჩაუდგა ლომაია, მიზანი იყო ის, რომ განათლების სისტემა მიეყვანა ისეთ კონდიციამდე, როგორიც დღეს, 20 წლის შემდეგ მივიღეთ.

🔷 უპრიანი იქნებოდა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც სახელმწიფოსგან ფინანსდება, რექტორები განათლების სამინისტროს მიერ ინიშნებოდნენ, და განათლების სამინისტრომ უნდა აგოს პასუხი. თუ უნივერსიტეტებს სახელმწიფო უხდის ფულს, მათ შორის ხელფასებს, შესაბამისად, იქ პროპაგანდა, აგიტაცია და სწავლება უნდა იყოს ისეთ დონეზე, რომელიც სახელმწიფოს შეეფერება.

🔷 სხვანაირად ჩვენ დავკარგავთ ჩვენს იდენტობას, დავკარგავთ ჩვენს ისტორიას, ადათ-წესს და, აქედან გამომდინარე, მომავალს.

🔷 დავანებოთ თავი ზედმეტ დემოკრატიას. ჩვენ გვინდა ისეთი დემოკრატია, რომელიც ჩვენს ქვეყანას – საქართველოს გადაარჩენს. თუ უნდათ ჩვენს მეგობრებს, სწორედ ასეთი დემოკრატიის მქონე საქართველოსთან იმეგობრონ, ჩვენ ყოველთვის მზად ვიქნებით მათთან სამეგობროდ.

🔷 ეს ყველაფერი განათლების სისტემას ეხება“ , – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*