ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური საწარმოები გადასახადებისგან 3 წლით უნდა გათავისუფლდნენ – ფრიდონ ინჯიას ახალი ინიციატივა

🔸 “ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შექმნილი მაღალტექნოლოგიური საწარმოები გადასახადებისგან 3 წლით უნდა გათავისუფლდნენ” – ფრიდონ ინჯიას ახალი ინიციატივა

🔸 ახალგაზრდა ქართველი მეცნიერებისა და ინტელექტუალური კაპიტალის საქართველოში დამაგრების მიზნით, „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ახალი ინიციტივით გამოვიდა.

🔸 „ახალგაზრდა მეცნიერების მიერ შექმნილ თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული საწარმოები სახელმწიფომ 3 წლის განმავლობაში უნდა გაათავისუფლოს გადასახადებისგან. ეს მოგვცემს იმას, რომ განათლებული ახალგაზრდები არ წავლენ საზღვარგარეთ და აქ შექმნიან საწარმოებს, საქართველოდან არ მოხდება ინტელექტუალური კაპიტალის გადინება“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 მისი თქმით, ახალგაზრდების მიერ შექმნილი მაღალი ტექნოლოგიები და მათი გამოყენებით ჩამოყალიბებული საწარმოები მრავალ სფეროში შეიძლება დაინერგოს, როგორც მზის ბატარეების ფართოდ გამოყენების, ისე სოფლის მეურნეობისა და მრეწველობის მიმართულებებით.

🔸 „ამით შევაჩერებთ ახალგაზრდების გადინებას. მათ მიერ შექმნილ პროექტებს თუ მხარს დაუჭერს და დააკმაყოფილებს ეკონომიკის სამინისტრო, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც“. – განაცხადა „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*