
„დღევანდელ რეალობაში დამკვიდრებულია სამწუხარო და მანკიერი პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც პრაქტიკულად, უშედეგო და არაფრის მომტანია ადმინისტრაციული ჯარიმები. ქართულ საზოგადოებაში პიროვნების ლანძღვა-გინება, პირადი შეურაცხყოფა, ცილისწამება ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, რაზეც სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი ადეკვატური ადმინისტრაციული სანქციების გამოყენება არ ხდება. სასამრთლო კი, შემოიფარგლება მხოლოდ ჯარიმების გამოწერით და სასამართლოს ეს გადაწყვეტილება ლამის ავტომატურ რეჟიმში ხდება, თითქოს და იქ მოსამართლეები კი არა, არამედ რობოტები არიან“ – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.