გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

📍 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

🔷 პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია და პარტიის პოლიტიკური გუნდი მიესალმება ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებას საქართველოში ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედების შესახებ.

🔷 „მიგვაჩნია, რომ მთავრობის გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, რომელიც დამყარდა საქართველო-ჩინეთს შორის.

🔷ეს იქნება „ერთი გზა- ერთი სარტყელისა“ და „შუა დერეფნის“ უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელებისთვის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ორი ქვეყნის მომავალი ეკონომიკური განვითარებისა და პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარი გახდება.

🔷 ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი ჩინური ინვესტიციების მოსაზიდად, რომელიც სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ფერხდებოდა სხვადასხვა არასწორი პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე“, -ნათქვამია პარტიის განცხდებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*