„დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდა, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც“

📍 „დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდა, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც“… – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარალმენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, მსოფლიო ომის წინაშეა, ერთი ნაბიჯია ომამდე. „მივმართავ ჩვენს ხელისუფლებას, მმართველ პარტიას, ოცნებას. მოვიქცეთ როგორც მართლაც უკრაინის მეგობარი ქვეყანა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყოს. ყველა ჩვენი ქმედება უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ისეთი უბედურება, როგორიც ომია, ავაცილოთ მათ და ავიცილოთ ჩვენ“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც უკრაინა გაძეძგილია იარაღით და დიდი ალბათობაა იმისია, რომ ამ იარაღის კონტროლი შემცირდეს და ვინმემ პროვოკაციულად დაიწყოს ომი, აი, ასეთ პირობებში საქართველოს მხრიდან წაქეზების ელემენტები ყოვლად დაუშვებელია.

„დასავლეთის გარკვეულ ძალებს უნდათ, რომ გათამაშდეს უკრაინის კარტი და ათამაშებს კიდევაც, თვითონ კი ომში მონაწილეობა არ მიიღონ … ამასთანავე, უკრაინელებმა და რუსებმა დახოცონ ერთმანეთი და ამ ხოცვა-ჟლეტვაში ჩვენ ჩავერთოთ, უფრო მეტიც, ომი გავაჩაღოთ საქართველოს ტერიტორიაზე“ – აცხადებს ფრიდონ ინჯია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*