“დიალოგს ალტერნატივა არ აქვს! მთელი ევროპა დიალოგის რეჟიმშია” – ფრიდონ ინჯია

15.02.22

👉 “კვლავ საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე, პრაგმატულად, შევხედოთ რეალობას. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს! მთელი ევროპა დიალოგის რეჟიმშია.”

🔴 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

🔷 ყველა ქვეყანა იცავს თავის ინტერესებს, ჩვენ როგორ ვიცავთ? მხოლოდ ოპოზიციის ნაწილი თუ სადმე ხელი მიუწვდება, ეს იქნება შიგნით თუ გარეთ, აგინებს მმართველ პარტიას, ეს კი, ქვეყნის გინებაა, ხოლო ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე აქ საუბარი ზედმეტია!

🔷 დიპლომატიური კორპუსის ნაწილს მიაჩნია, რომ მათ ჩვენზე მეტად უყვართ ჩვენი ქვეყანა, ჩვენ არ ვიცით, ვერ ვხდებით რა არის კარგი, თუ ცუდი, ვინ დავნიშნოთ, ვინ – არა, ერთ შემთხვევაში ითხოვენ კონსტიტუციის შეჩერებას, მეორე შემთხვევაში, კონსტიტუციას იშველიებენ, სხვა შემთხვევაში კონსტიტუციის შემცვლელ მემორანდუმზე გვაწერინებენ ხელს.

🔷 ამ ერთობლიობას თუ დავამატებთ მოღალატეებს, არ შემეშინდება ეს სიტყვა ვთქვა, შედეგად რაც მივიღეთ 2008 წელს, ყველამ კარგად ვნახეთ.

🔷 სამწუხაროა, რომ ეს ისტორია არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენმა მეგობარმა ქვეყანამაც არ გაიზიარა და ჩვენზე უარეს დღეშია.

🔷 უკრაინა ყველამ გაწირა, ვინც გუშინ მის დაცვაზე საუბრობდა, დღეს ის კიევში არ არის. მანამდე კი, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ შეეიარაღებინა მთელი უკრაინა. იქამდე მივიდა, რომ უკრაინაში ასანთის ანთება გახდა საშიში.

🔷 შედეგად, ათასობით ადამიანი (უდანაშაულო მოხუცები, ქალები, ბავშვები) შეიძლება დაიხოცოს, განადგურდეს ინფრასტრუქტურა, რომელიც აშენდა, ძირითადად, მათი და ჩვენი მამებისა და ბაბუების ხელებით. აქ მე მახსენდება ჩვენი ისტორია – ჭუბერი, საკენი, აფხაზეთი…უკრაინის ტერიტორია გადაიქცევა სამხედრო პოლიგონად. ინფრასტრუქტურის აღსადგენად კი, უკრაინას მოუწევს ვალებში ჩავარდნა. ეს კი, გარკვეული წრეების ინტერესში შედის და გეგმის ნაწილია. ვინც აქამდე მიიყვანა უკრაინა, ისინი უკვე როგორც გითხარით, კიევში არ არიან. მსოფლიოში ბოლო პერიოდში ელვის სისწრაფით იცვლება ყველაფერი, მიმდინარეობს ახალი წეს-წყობილების ჩამოყალიბება. აი, რა განაცხადა მაკრონმა და შულცმა სხვაზე არ ვსაუბრობ: „ნატოს სტრატეგია რეგულარულად უნდა გადაიხედოს“. რას ნიშნავს ეს? რატომ არ იყო ამაზე საუბარი გასული წლის ოქტომბერში, ნოემბერში? და ვის ხარჯზე იქნება ეს ? რა თქმა უნდა, პირველ რიგში უკრაინის და მისი მეგობარი ქვეყნების ხარჯზე.

🔷 მხოლოდ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენს საქმეს ჩვენზე უკეთ ვერავინ ვერ გააკეთებს, ვერც ერთი შუამავალი საქართველოს ინტერესებს ისე ვერ დაიცავს, როგორც საქართველოს ხელისუფალი. როგორ შეიძლება საქართველოზე მეტი იცოდეს შუამავალმა? რა არის აფხაზეთი, ქართლი, თბილისი, ქვემო ქართლი …. კვლავ საქართველოს ინტერსებიდან გამომდინარე, პრაგმატულად, შევხედოთ რეალობას. დიალოგს ალტერნატივა არ აქვს! მთელი ევროპა დიალოგის რეჟიმშია.

🔷 მახსენდება, 2014 წელს მარგველაშვილს რომ შესთავაზეს შეხვედრა, მან შეუთვალა, – მეგობრებს დაველაპარაკებიო, ნაცვლად იმისა, რომ დალაპარაკებოდა…დღეს ჩვენზე არანაკლებად არის უკრაინა დაპირისპირებული რუსეთთან, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა არ გაუწყვეტია… კი აქვს იაპონიას ტერიტორიული პრეტენზიები რუსეთთან, მაგრამ არც საელჩოები დაუკეტია და არც დიალოგზე უთქვამს უარი. ჩვენ რა გვჭირს ასეთი? ჩვენი განსაკუთრებული საქმეები სხვას რატომ უნდა გადავაბაროთ? რა გვაქვს სხვა უმნიშვნელოვანესი საკითხი, თუ არა ეს? …ისეთ მდგომარეობაშია მთელი მსოფლიო, ჩვენ კი, ვართ გაჩუმებულები…

🔷 გადავდგათ რაღაც ნაბიჯი, კვლავ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდინარე.

🔷 ჩვენს საქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს!

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*