ევროკომისიის 12 მოთხოვნა შემაშფოთებელია და გამოხატავს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს – ფრიდონ ინჯია

📍 „ევროკავშირის წევრობის გამოგონილი კანდიდატის სტატუსი სპეციალურად უკრაინისთვისაა შექმნილი.“

📍 „ევროკომისიის 12 მოთხოვნა შემაშფოთებელია და გამოხატავს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს.“

👉 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი წლიური ანგარიშით წარდგა.

🔹 „მე ასე ვფიქრობ, რომ ეს გამოგონილი, სტატუსი ევროკავშირის კანდიდატობისა, ეს არის სპეციალურად უკრაინისთვის შექმნილი. იმიტომ, რომ ის ომობს, ის ასრულებს დავალებას, ის იცავს, და მრავალი სხვა, ეს იყო ერთადერთი ჟესტი უკრაინისთვის და ამ დროს აქ გამოჩნდა მოლდოვა და საქართველო“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, ის, 27 ქვეყანა, რომლებიც არის ევროკავშირის წევრი სახელწიფო, არც ერთ მათგანს თავის დროზე არ ჰქონია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

🔹 „არც ერთ ქვეყნას, რომელიც გახდა ევროკავშირის წევრი ქვეყანა, არ ჰქონია წევრობის კანდიდატის სტატუსი. მათი გაწევრიანება იყო მხოლოდ პოლიტიკური ნება. ეს იყო საჭირო ევროკავშირისთვის და ამ გადაწყვეტილებას იღებს დაახლოებით 4 ქვეყნის პირველი პირი. მათ შორის ინგლისი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამჯერად ევროკავშირის წევრი სახელმწიფო არ არის, მაგრამ არის სრულუფლებიანი ყველა მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტისას“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება ევროკავშირის ასოცირებულ წვერ ქვეყნებს, როგორც ფრიდონ ინჯიამ აღმნიშნა, ასეთია მრავალი ქვეყანა, მათ შორის არის, ეგვიპტე, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც კი. მაგრამ საქართველო, რომელიც ასევე, არის ასოცირებული წევრი, პირნათლად ასრულებს აღებულ ვალდებულებებს.

🔹 „რაში გამოიხატება ეს: ეს არის უვიზო მიმოსვლა, ეს არის ვაჭრობის ხელშეკრულება, ეს არის მრავალი სხვა. იმ უვიზო მიმოსვლაში ერთადერთი ნაკლი არის ის, რომ ჩვენს მოქალაქეებს იქ მუშაობა არ შეუძლიათ ჯერჯერობით, მაგრამ ამასთანავე, არის ზოგიერთი გამონაკლისი ქვეყნები, რომელთანაც მუშაობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებები იდება. ეს შემდეგი მუშაობის საქმეა.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატმა პლენარულ სხდომაზე ყურადღება გაამახვილა ევროკომისიის 12 მოთხოვნასთან დაკავშირებით, რომელიც მისი აზრით, შემაშფოთებელი და დიქტატორულია.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, შემაშფოთებელია ის 12 მოთხოვნა, რითაც იწყება ევროკომისიის მოთხოვნების ჩამონათვალი და გამოხატავს რადიკალური ოპოზიციის ნარატივს.

🔹 „თქვენ ვერ ხედავთ საერთოს იმ ნარატივიდან რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას? ის ჩამონათვალი, ის მოთხოვნები, ეს არის ერთგვარი საგზაო რუკა, იმისა რასაც საუბრობს რადიკალური ოპოზიცია. აბა აქ როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო მაგალითად, შარლ მიშელთან შეხვედრის კრიზისიდან გამოსვლის დოკუმენტის აუცილებლობა. ან მეორე, – პოლარიზაციის გადაწყვეტის საკითხი. პოლარიზაცია არის ყველა ქვეყანაში, მაგრამ იქ ასეთ რამეს არ ჩაუწერენ, ეს ამათი ჩაწერილია, ამათმა მაგრად იმუშავეს. მაგრები არიან, ახალგაზრდები არიან, ეხლა ისინი ერთმანეთს ეჯიბრებიან რაში? იციან, რომ სააკაშვილი კაი ხანს ვერ გამოვა, და აქ უნდა გამოიკვეთოს ლიდერი. ძალიან კარგი იქნება, რაც უფრო ადრე გამოიკვეთება მათი ლიდერი, უფრო ადვილი იქნება მათთან საუბარი და მეტი საქმეც გაკეთდება, მე ასე ვფიქრობ“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ …

🔹 „რითი იწყება ევროკომისიის მოთხოვნები: აღმოფხვრის, გაითვალისწინებს, მიიღებს, გააძლიერებს, აიღებს ვალდებულებას, შექმნის, სასწრაფოდ დაიცავს, გააერთიანებს ძალისხმევას, ჩართავს, დანიშნავს, მიიღებს კანონებს. ასეთი დიქტატორული მოთხოვნები მე არ მინახავს. ეს რა კონსტიტუციაა? ესე იგი, რა გამოდის, მე დეპუტატს და დეპუტატებს, რომელიც ხალხმა აირჩია, გვეუბნებიან, რომ აი შენ მიიღებ ამ კანონს? „ … განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მან ასევე ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციის საკითხს, რაზეც ასევე, ევროკომისიის დოკუმენტშია ყურადღება გამახვილებული.

🔹 „აი რომ არის საუბარი, დაძაბულობაზე და პოლარიზაციაზე, გამოუშვით აბა სააკაშვილი, ევროკავშირის მოთხოვნებში ეს მუხლი აღარ იქნება, მაგარმ რა იქნება ?! … რა მოხდება?!.. „ – დასძინა ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე მიჩნევს, რომ ევროკომისიის მოთხოვნების ჩამონათვალიდან, საქართველო თუნდაც, პირველ ადგილას რომ ყოფილიყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსს მაინც არ მისცემდნენ.

🔹 „უნდა გითხრათ, რომ იმ ჩამონათვალიდან, საქართველო თუნდაც პირველ ადგილას რომ ყოფილიყო, როგორ ფიქრობთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ჩვენ მოგვცემდნენ? – არ მოგვცემდნენ. ამიტომ, ის საუბარი რაც დღეს არის პარლამენტის დარბაზში რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, აცდენილია საერთოდ რეალობას“. – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე მიმართა პრემიერ მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს და აღნიშნა, რომ მან და საქართველოს მთავრობამ გააკეთეს ყველაფერი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

🔹 „თქვენ ჩაერთეთ პროცესში და ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ მოგეპოვებინათ ქვეყნისთვის ის სტატუსი, რომელიც პრაქტიკულად, არაფერს არ იძლევა. ღმერთმა ქნას მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ ის არაფერს არ იძლევა, იმიტომ რომ ათობით ქვეყანაა, რომელსაც უნდა ევროკავშირის წევრობა. მეც მინდა ძალიან, ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოსთვის, მაგრამ საქართველო თავისი პოტენციალით, ეკონომიკით არ არის ჯერ მზად ამისთვის“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ

🔹 „აი, მაგალითად პოლონეთმა, 10 წლის განმავლობაში, რაც ის არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, 101 მილიარდი მიიღო ევროკავშირიდან, და მთლიანობაში პროცენტულად ევროპამ ყველაზე დიდი თანხა მიიღო. საქართვლო რომ მიეღო ევროკავშირს ისე როგორც მიიღო ბალტიისპირეთის ქვეყნები, მე დარწმუნებული ვარ საქართველო ყველაზე მეტს მიიღებდა, ყოველ შემთხვევაში არანაკლებს..“ – დასძინა დეპუტატმა.

🔹 „ამიტომ ბატონო პრემიერო, თქვენ გული არ დაგწყდეთ, ამას გეუბნებით თქვენ ბატონო ირაკლი და ეხება მეორე ირაკლსაც (კობახიძე -საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი), იმიტომ რომ თქვენ ერთი ძლიერი გუნდი ხართ. იმიტომ, რომ თქვენ რაც არ უნდა გაგეკეთებინათ, ვისაც არ უნდა შეხვედროდით, გარდა იმ ოთხი ქვეყნის პირველი პირებისა, კი, ყველა გეტყოდათ კარგები ხართ, … ის ჩანაწერი რაც მათ გააკეთეს რომ საქართველოს აქვს პერსპექტივა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ადასტურებს, რომ თქვენ კარგები ხართ. თქვენ გინდათ, რომ საქართვლო იყოს დემოკრატიული ქვეყანა და ყველაფერი…. ის იყო წერტილი და გითხრეს, რომ თქვენ მართლა კარგები ხართ და იმსახურებთ ყველაფერს, მაგრამ ბოდიშით… ამას თქვენ ღიად ვერავინ ვერ გეტყოდათ, მაგრამ თქვენ ამას იგრძნობდით. ეს სხვა გადაწყვეტილებაა, ეს არის სხვა ქვეყნების გადაწყვეტილება .. ეს არის იმ ომთან დაკავშირებული…“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*