ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, პარლამენტში სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

🔹 სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა პერიოდულად გაიმართება და იგი ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული პროცესის ერთერთი ნაწილია.

🔹 დღევანდელი შეხვედრა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის შემუშავების მიზნით გაიმართა.

🔹 შეხვედრაზე ნიმუშის სახით წარდგენილი იყო უკრაინაში მოქმედი კანონი დეოლიგარქიზაციის შესახებ.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, საქართველოსთვის სრულიად დაუშვებელია ისეთი კანონის მიღება, რომლის თანახმად ოლიგარქის სტატუს მინიჭებულ პირს სასამართლოში გასაჩივრების უფლება არ აქვს.

🔹 „ამ კანონის მიღება არ წარმოადგენს არავითარ აუცილებლობას საქართველოში, თუ ყველა კანონი, რაც გვაქვს მიღებული, სათანადოდ შესრულდება. დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინაში მიღებული კანონის თანახმად, ოლიგარქის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში პირს, არ შეუძლია ამის გასაჩივრება სასამართლოში, რაც სრულიად მიუღებელია“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*