„ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ევროპარლამენტარ სვენ მიკსერს შეხვდა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ ევროპარლამეტის წევრთან, მომხსენებელთან საქართველოს საკითებზე, სვენ მიკსერთან შეხვედრაზე ქვეყნაში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.
🔹 ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეებისა და წევრების შეხვედრა გაიმართა ევროპარლამენტართან, მომხსენებელთან საქართველოს საკითხებზე, სვენ მიკსერთნ.
🔹 „ჩვენი მიზანია ქვეყნის სოციალურ – ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. ამას ჩვენ ვუყურებთ პრაგმატულად და მიგვაჩნია, რომ მიზნის მისაღწევად ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს.“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.
პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მრავალვექტორული.
🔹 „ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მრავალვექტორული. რა თქმა უნდა, პრიორიტეტები უნდა იყოს ევროპული ღირებულებები, როგორიც არის კანონის უზენაესობა, ტექნოლოგიები, ევროპული ბაზარი.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ქვეყანაში არსებულ ძირითად პრობლემებს.

„ჩვენი პრობლემებია: კანონის უზენაესობა; საპარლამენტო ზედამხედველობა-არაეფექტურობა; არაეფექტური სოციალური პროგრამები; საბანკო სექტორის მონოპოლიზაცია; ფარმაცევტული სფერო; ენერგეტიკა“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 „არის ბევრი პრობლემა. ქართულ პოლიტიკურ კლასს გააჩნია უუნარობა კანონის უზენაესობის განსახორციელებლად. შეურაცხყოფის მიყენება ეს სისუსტეა პოლიტიკოსის მხრიდან… საზოგადოება პოლარიზებულია და რა ვუყოთ ამ პოლარიაზაციას? .. საინტერესოა, არის თუ არა ესტონეთში სასჯელი ცილისწამებაზე?…“ – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.
🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეხვედრაზე სვენ მიკსერს მიმართა შეკითხვით უკრაინის მოვლენებთან დაკავშირებით, თუ როდის დამთავრდება არსებული დაძაბულობა, რაზეც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, რომ მან ამის შესახებ არ იცის.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოს პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდასაჭერად მიღებულ რეზოლუციაზე.
🔹 „მიმაჩნია, რომ რეზოლუციის მიღება იყო ნაჩქარევი, მით უმეტეს, როცა თვითონ ჩუმად არიან. რეზოლუცია არ მიუღია ესტონეთს. არც უკრაინას არ მიუღია რეზოლუცია 2008 წელს, მაშინ, როცა ჩვენ დავდექით ფაქტის წინაშე და დავკარგეთ ტერიტორიები…“ – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*