„1 ლარად არასდროს არანაირი ქონება არ მიმიღია და არც მითხოვია“ – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

📍

 „1 ლარად არასდროს არანაირი ქონება არ მიმიღია და არც მითხოვია“ – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

16.02.22

📍 „1 ლარად არასდროს არანაირი ქონება არ მიმიღია და არც მითხოვია“ – „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

საპარლამენტო ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია რადიო „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირი ეთერით მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას ქონების შესახებ მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე და თავის ქონებრივ მდგომარეობაზე კომენტარს აკეთებს.

„ამ დღეებში ითქვა, რომ ალასანიას დაუტოვა ქონება ბებია-ბაბუამ. რა დაუტოვა ბებია-ბაბუამ – გეპეი-ს კორპუსები? გეპეი-ს კორპუსები 100 წლისაა, დავუშვათ, იმის ბებიაც… ე.ი. ბებია რომ დაიბადა, იმ წუთში ის, რაც შენდებოდა უკვე საკუთრებაში გადაეცა, თუ როგორ არის? აქ საუბარია უზარმაზარ ქონებაზე, შენობები, ათი ათასობით კვადრატულ მეტრ მიწის ნაკვეთებზე, ბინები… მე არ მაქვს ამდენი ბინა და 1 ლარად მე არაფერი ამიღია და არც მითხოვია“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

– კითხვა: თუმცა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არაერთხელ მიუთითებდნენ, როგორ ჩაიგდეთ ქონება..? როგორ გამდიდრდაო 90-ნებში, როდესაც ყველას უჭირდაო?

– მე პრივატიზირებული არაფერი მაქვს, ისე წამოვედი, ერთი შენობა-ნაგებობა არ არის პრივატიზირებული ჩემ დროს იმ უდიდეს სამინისტროში, და თანაც 90-ან წლებში არ გავმდიდრებულვარ, მდიდარი ვიყავი მაშინაც, როცა მოვედი მინისტრად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*