ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია ტელეკომპანია ალტ ინფოს პირდაპირ ეთერში

🔹 „თუ ჩვენ გავხდებით სრულფასოვანი სახელმწიფო და მართლაც დავიკავებთ იმ ადგილს ამიერკავკასიაში, რომელიც წესით უნდა გვეკავოს, და შევძელით გრანდიოზული ეკონომიკური პროექტის განხორციელება, რომელიც ენერგომატარებლების სატრანზიტო კორიდორს გულისხმობს ევროპაში საქართველოდან შავი ზღვის გავლით, ევროპა თვითონ მიგვიღებს ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე. ჩვენ საჭირო უნდა გავხდეთ ევროპისთვის. სანამ ევროპისთვის საჭირო და მისაღები არ გავხდებით, ისინი მუდმივად პირობებს წამოგვიყენებენ“.

🔹ამის შესახებ საპარალამენტო პოლიტიკურო ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ პირდაპირ ეთერში, გადაცემაში „ალტერნატიული ხედვა“ განაცხადა.

🔹 „ენერგომატარებლების პროექტი იმდენად დიდი მნიშვნელობისაა, რომ მისი განხორციელების შემთხვევაში, ევროკომისიის პრეზიდენტი ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი მარტო აზერბაიჯანში კი არ ჩავა, არამედ იგი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, რადგანაც აზერბაიჯანსა და ევროპას შორის ჩვენ ვართ, – საქართველო. და, თუ მნიშვნელოვანია აზერბაიჯანი თავისი ენერგორესურსებით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ ენერგომატარებლების მიწოდების თვალსაზრისით მთავარი გამტარი ჩვენ ვართ, – საქართველო. ასე, რომ დაველოდოთ, და თვითონ მოგვაკითხავენ. იმიტომ, რომ სხვა დანარჩენ შემთხვევაში იქნება ასეთი ე.წ. „პინკ-პონკის“ თამაში. სამწუხაროდ, მოთხოვნები, რომელიც წამოყენებული აქვს ევროკავშირს, პირდაპირ ეხება საქართველოს სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და ეს გულისხმობს შიდა საქმეებში ჩარევას“.

🔹 „ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა. ეს არის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის გზით სვლა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ გადაცემაში, კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხზე და აღმნიშნა, რომ საქართველო, პრაქტიკულად, უკვე არის კანდიდატი ქვეყანა იმ ოფიციალური განაცხადით, რომელიც ხელისუფლებამ გააკეთა.

🔹 „პირადად მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, ასე შევხედავდი ამ საკითხს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ვართ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, რადგანაც შევიტანეთ დადგენილი წესით, ოფიციალური განაცხადი და ახლა მათ უნდა გადაწყვიტონ მიგვიღებენ თუ არა ევროკავშირში. მათ უნდა ნახონ, ჩვენ რას ვაკეთებთ, როგორია კანონმდებლობა, ვიღებთ სხვადასხვა გადაწყვეტილებებს, რომელიც არის საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე. ეს მათი გადასაწყვეტი უნდა იყოს, ასეთი სახელმწიფოს გაწევრიანება სურს თუ არა ევროპას“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ საქართველო, რასაკვირველია, უნდა მიიღოს გარკვეული სარგებელი ევროკავშირის მხრიდან. ეს იქნება ფინანსური შესაძლებლობები, ტექნოლოგიები თუ სხვა, რომელიც ხელს არ შეუშლის „საქართველოს თვითმყოფადობას, დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს“.

🔹 “ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის პოლიტიკა, რომელიც გვაქვს დღეს, კერძოდ, მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი, საქართველოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე პოლიტიკა, რადგან ჯერ კიდევ არ ვართ ბოლომდე დამოუკიდებლები. ჯერ კიდევ ჩამოკიდებული ვართ სავალუტო ფონდზე და მსოფლიოს სხვა ფინანსურ ორგანიზაციებზე, მაგრამ შეგვიძლია შევასრულოთ დამოუკიდებელი მოთამაშის როლი, როგორც ამას აკეთებს თურქეთი, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, მაგრამ იგი სახელმწიფო ინტერსებიდან გამომდინარე მოქმედებს, რომ ნახოს თავისი მოგება. სწორედ ასეთი რეალისტური და პრაგმატული პოლიტიკით შეძლებს საქართველო დაიბრუნოს ლიდერი ქვეყნის როლი ამიერკავკასიაში, როგორც ეს იყო ისტორიულად და გახდეს საჭირო და მიმზიდველი ქვეყანა ყველასთვის“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*