„ევროპელი სოციალისტები“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ

📍საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი – „ევროპელი სოციალისტები“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდნენ და მის სამომავლო ხედვებსა და საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაგეგმილ აქტივობებზე ისაუბრეს.
🔷 როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, „ევროპელი სოციალისტებისთვის“ მიუღებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა ექვს-ექვსი თვის ვადით იმ შემთხვევაში თუ კანდიდატი პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით ან სრული შემადგენლობის უმრავლესობით მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს.
🔷 „ცენტრალური საარჩევნო კომისია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი ქვეყანაში, რომელიც უნდა იყოს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. საუბარი გვქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიის სამომავლო გეგმებზე. ვისაუბრეთ ასევე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის NDI – ის მიერ ჩატარებულ კვლევაზე, რომლის თანახმად, თითქოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მუშაობაზე ნდობა არის დაწეული. ეს მიგვაჩნია ერთ-ერთ მაჩვენებლად თუ როგორ მუშაობს ცესკო. ამასთანავე, ჩვენ გვქონდა კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორია ის, რომ თუ კანდიდატმა პარლამენტის წევრების 90 ხმით მხარდაჭერა ვერ მიიღო, იმ შემთხვევაში თავმჯდომარე მხოლოდ 6 თვით იქნება არჩეული მაშინ, როდესაც პარლამენტი 76 ხმით მოსამართლეებს უვადოდ ირჩევს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔷 „მას შემდეგ რაც მოვუსმენთ ყველა კანდიდატს მივიღებთ გადაწყვეტილებას თუ ვის დავუჭერთ მხარს. აპრიორი ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ ჩვენთვის მიუღებელია ექვს-ექვსი თვით ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევა. პრაქტიკულად, ყველა სამ თვეში ერთხელ იწყება საარჩევნო მარათონი და იმის მაგივრად, რომ ეს უწყება კონცენტრირებული იყოს სერიოზულ ცვლილებებზე საარჩევნო ქმედებებში, ჩვენ რეალურად ვიღებთ მუდმივად მარათონს თუ ვინ გახდება თავმჯდომარე“, – განაცხადა დავით ზილფიმიანმა.
🔷ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი კალანდარიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ გახდება მრავალპარტიული მხარდაჭერით არჩეული თავმჯდომარე, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს.
🔷„ღია ვიყავი, ვარ და ვიქნები ნებისმიერ კონსტრუქციულ, საქმიან ფორმატში შეხვედრებისა და ურთიერთობების, რომელიც არა მხოლოდ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას, არამედ ნებისმიერ იმ საკითხს ეხება, რომელიც საარჩევნო პროცესისთვის და საარჩევნო პროცედურებისთვის მნიშვნელოვანია. შეხვედრისას იყო კონსტრუქციული კრიტიკა ჩვენს საქმიანობასთან მიმართებაში იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად გავაუმჯობესოთ ადმინისტრაციის საქმიანობა, მისი განვითარება და შემდგომი ტრანსფორმაცია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*