ქვეყანაში უნდა შეიქმნას საგანგებო ოპერატიული შტაბი – ფრიდონ ინჯია

👉 ქვეყანაში უნდა შეიქმნას საგანგებო, ოპერატიული შტაბი – ფრიდონ ინჯია

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია თვლის, რომ აუცილებელია სახელმწიფოში შეიქმნას საგანგებო, ოპერატიული შტაბი, საბჭო, რომელიც მოემზადება იმ კატაკლიზმებისთვის, რაც შეიძლება იყოს გამოწვეული მსოფლიოში დღეს შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამომდინარე.

🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ჯორჯიან თაიმსის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა.

🔹 „მე ამის შესახებ გავაჟღერე პარლამენტის პლენარულ სხდომაზე და კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, რომ აუცილებელია შეიქმნას ოპერატიული შტაბივით, ან საბჭო. იმისათვის, რომ სახელმწიფო მოემზადოს იმ კატაკლიზმებისთვის, რომლის წინაშეც შეიძლება ქვეყანა აღმოჩნდეს დღეს მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და ნამდვილად დავდგებით ამ გამოწვევის წინაშე“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, ევროპაში ომია და არავინ არ იცის როგორ განვითარდება მოვლენები. ომმა ბევრი რამეზე გავლენა უკვე მოახდინა, მათ შორის საქართველოში. აქედან გამომდინარე, ფრიდონ ინჯია მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ მთელი ძალისხმევა უნდა მიმართოს სოფლის მეურნეობის სამინისტროზე.

🔹 „გინდაც ინფლაცია, ქვეყანაში სურსათზე ფასების მატება, უკვე სახეზეა ცვლილებები. ამიტომ, აუცილებელია დავიჭიროთ თადარიგი. პირველ რიგში, თუ რაიმე რეზერვი გააჩნია სახელმწიფოს, ყვლაფერი უნდა მივმართოთ სოფლის მეურნეობის სამინისტროში. იქ ეხლა ახალი მინისტრია. ვფიქრობ, გაართმევს თავს. მე მქონდა მასთან საუბრები და ძალიან კვალიფიცირებულია და იცის თავისი საქმე. ყველა რესურსი უნდა წავიდეს სოფლის მეურნეობის დარგისთვის, იმისათვის რომ ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს აუთვისებელი და დაუმუშავებელი. სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი გლეხს. სახელწიფო უნდა დაეხმაროს გლეხებს კულტივატორებით და დიზელის საწვავით. ეს მათთვის იქნება დიდი შვება“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მეორე საკითხი რაზეც დეპუტატმა გაამახვილა ყურადღება მინერალური სასუქებია, რომელიც საქართველოში იწარმოება და მისი აზრით, ამ ეტაპზე რთული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა შეჩერდეს საზღვარგარეთ მისი გატანა.

🔹 „რუსთავში ჩვენი ქარხანა უშვებს მინერალურ სასუქებს. მიმაჩნია, რომ უნდა შეჩერდეს მისი გატანა საზღვარგარეთ. რადგანაც დღეს, არსებული ვითარებიდან გამოდინარე, საქართველოში ვეღარ შემოდის მინერალური სასუქი. ამიტომ, საქართველოში წარმოებული სასუქი უნდა მოხმარდეს საქართველოს და ამაში სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მწარმოებლებს, რომ მათ ზარალი არ განიცადონ. იგივე უნდა ითქვას აგარის შაქრის ქარხანასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია სწორი ნაბიჯების გადადგმა სახელმწიფოს მხრიდან, რადგანაც საქართველოში შესაძლოა იყოს სურსათის დიდი დეფიციტი და აღმოვჩნდეთ მძიმე მდგომარეობაში. ამიტომ ყველაფერი არის დროულად გასაკეთებელი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 თავის მხრივ ფრიდონ ინჯიამ მოსახლეობას მიმართა და აღნიშნა, რომ ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია ერთმანეთის გვერდში დგომა.

🔹 „მოსახლეობას მინდა ვუთხრა, რომ ერთმანეთის გვერდით დავდგეთ და ეს სიძნელეები, რაც გველოდება, ერთად გადავიტანოთ, ერთმანეთისადმი წყენა გადავდოთ და საქმეს მივხედოთ იმიტომ, რომ მდგომარეობა უფრო და უფრო შეიძლება დამძიმდეს“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ. მისი თქმით, სახეზეა ინფლაცია, რადგან შემცირებულია ის თანხები, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნიდან ქართველები რიცხავდნენ.

🔹 „თუ ერთი წლის წინ, მიუხედევად პანდემიისა, მოსახლეობის ნაწილი სამუშაოდ მიდიოდა ევროპაში, კერძოდ, ძირითადად პოლონეთში, ახლა იქ 2 მლნ-მდე ლტოლვილია და ამდენი სამუშაო ადგილიც არ არის. ზოგი თურქეთში მიდიოდა, ახლა იქ ინფლაციის მაჩვენებელი თითქმის 100%-მდეა…ამიტომ ახლა ყველაზე მთავარია, რომ ჩვენს ქვეყანას აქ უნდა მოვუაროთ, მოვძებნოთ საშუალებები, რომ დაუმუშავებელი მიწა არ დარჩეს და ხელისუფლებამ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხელი შეუწყოს. ყველაფერი გავაკეთოთ, რომ პროვოკაციებს არ წამოვეგოთ და არ იყოს ისეთ პროვოკაციები, რომლებმაც, შესაძლოა, დიდი დაპირისპირება გამოიწვიოს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*