ვიცე-სპიკერი ავთანდილ ენუქიძე პრემიერ ღარიბაშვილს – თაობები დადებითად შეაფასებენ იმას, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობისას საქართველო ომში არ ჩაერთო

🔹 „გავა წლები, და თაობები დადებითად შეაფასებენ იმ ფაქტს, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრად ყოფნისას ამ დაძაბულ სიტუაციაში, საქართველო ომში არ ჩაება. მადლობა, რომ აქამდე შეინარჩუნეთ ქვეყანა ომში ჩართვის გარეშე“.

🔹 ამის შესახებ „ევროპელი სოციალისტების“ წევრმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ განაცხადა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მოსმენისას.

🔹 „აბსოლუტურად სწორი იყო, ის სანქციები, რომ არ განხორციელდა. ჯერ ერთი, ჩვენს ქვეყანას სჭირდებოდა ასე, და მეორე – თუ პარალელს გავავლებთ იმასთან, რომ მისჯილების გათავისუფლება წაადგება დეპოლარიზაციას, მაშინ ამ სანქციების დადება არ წაადგებოდა იმ ვითარებას, რომ 30 კილომეტრში ჯარი დგას, და, შესაძლოა, მოგიტრიალდეს…“

🔹 „გსაყვედურობენ, რომ აზიის ქვეყნებში დადიხართ… ძალიან კარგი, რომ დადიხართ აზიის ქვეყნებში იმიტომ, რომ ავტორიტეტი გვქონდა იმ ქვეყნებში დაკარგული და ეს ავტორიტეტი აღდგენისკენ მიდის და უნდა აღდგეს. თუ ინვესტიციებს ეძებთ ქვეყანაში მოსაზიდად, აზიიდან იქნება, აფრიკიდან, თუ ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან, ნურავინ გაგვისაზღვრავს. ამის უკან მე ვხედავ ერთს – არ უნდათ ქვეყნის განვითარება.“

🔹 „ელჩებზე თავდასხმა არ მოსწონთ… არ მიმაჩია, რომ ელჩებზე თავდასხმაა. თუ ელჩი ისეთ რამეს იტყვის, რაც ჩემს ქვეყანას არ სჭირდება და პასუხი გასაცემია, უნდა გაეცეს. თუ გაურკვევლობას აქვს ადგილი, ესეც გამოჩნდება“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*