თუ საქართველოს პარლამენტი ვერ აღასრულებს იმპიჩმენტის პროცედურას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ქმედება ჩემთვის იქნება არალეგიტიმური – ფრიდონ ინჯია

📍 თუ საქართველოს პარლამენტი ვერ გამოუცხადებს იმპიჩმენტს პრეზიდენტ ზურაბიშვილს, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი ქმედება ჩემთვის არალეგიტიმური იქნება.

🔷 ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია “აჭარის” პირდაპირ ეთერში პოლიტიკურ თოქ-შოუში “თავისუფალი სივრცე” განაცხადა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, როგორც კი დღის წესრიგში დადგა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის საკითხი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხრიდან ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის ფაქტების შესახებ, არსებული არგუმენტებიდან გამომდინარე, „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკურმა გუნდმა მაშინვე აღნიშნა, რომ თუკი, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა დადგენილებას, რომლის მიხედვითაც დადასტურდებოდა პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი, პოლიტიკური ჯგუფის დეპუტაცია მხარს დაუჭერდა ზურაბიშვილის იმპიჩმენტს.

🔷 „ამასთანავე ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, საგნობრივად დაარღვია თუ არა კონსტიტუცია ქვეყნის პრეზიდენტმა. რაც შეეხება კითხავს, მოგროვდება თუ არა პარლამენტში 100 დეპუტატი, რომელიც ხმას მისცემს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, საქმე ის გახლავთ, რომ პრინციპში, რომ არა პოლიტიკური ასპექტი და პოლიტიკური სარჩული, საკონსტიტუციო სასამართლოს დადგენილებიდან გამომდინარე, ყველამ უნდა მისცეს ხმა პრეზიდენტის იმპიჩმენტს. მაგრამ, იმის გათვალისიწინებით, რომ ეს პოლიტიკური ნაწილია, შეიძლება პოლიტიკოსებმა თავის შეხედულებისამებრ, ან თავიანთი პარტიის მოთხოვნიდან გამომდინარე, მხარი არ დაუჭირონ პრეზიდენტის იმპიჩმენტს.

🔷 მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტს სურს პოლიტიკურ არენაზე ჯერ კიდევ რაღაც პოზიცია შეინარჩუნოს, გაამართლოს თავისი ეს ანტიკონსტიტუციური ქმედებები, ის თვითონ უნდა გადადგეს დაკავებული თანამდებობიდან.

🔷 თუ საქართველოს პარლამენტი ვერ აღასრულებს იმპიჩმენტის პროცედურას პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიმართ საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნიდან გამომდინარე, სალომე ზურაბიშვილის ნებისმიერი მომდევნო ქმედება ჩემთვის იქნება არალეგიტიმური“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*