ისე გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა – ფრიდონ ინჯია

🔹 ისე გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა – ფრიდონ ინჯია

🔹 „არ მეგულება ვინმეს მიაჩნდეს, რომ ლოგიკასთან ახლოსაა ის ცვლილებები, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნით გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით კონსტიტუციაში უნდა შევიტანოთ. გამოდის, რომ საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა, როგორც მათ უნდათ, ისე უნდა მივიღოთ“.

🔹 ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც, გენერალური პროკურორის არჩევის წესი იცვლება.

🔹 მისი თქმით, საქართველო უკვე არის ევროკავშირში წევრობის კანდიდატი, ისევე როგორც თურქეთი, რომელმაც 1993 წელს გააკეთა შესაბამისი განაცხადი ევროკავშირში.

🔹 „ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან რომელიმე ქვეყანა თუ გეგულებათ, რომელმაც ევროკავშირის მოთხოვნით კონსტიტუცია შეცვალა? არის თუ არა იმის ალბათობა, რომ ევროსტრუქტურებმა კიდევ ერთი წერილი გამოგზავნონ, როგორც ეს 12 პუნქტიანი რეზოლუციის შემთხვევაში იყო, რომლის შემუშავებაში საქართველოს ხელისუფლებას მონაწილეობა არ მიუღია, რომელშიც ისინი მოითხოვენ, რომ 90 ხმით იყოს გადაწყვეტილი მთავრობის ნდობის გამოცხადების საკითხი, აუდიტის სამსახური, სპეციალური საგამოძიებო კომისია და ა.შ. ხომ არ ჯობდა ჩვენ წინასწარ შეგვეტანა ეს ცვლილება, რომ ეს წერილი იქიდან გამოსაგზავნი აღარ იყოს. ირღვევა თუ არა ამით ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ხალხის უფლებები? გამოდის, რომ კონსტიტუციას ვიღებთ დროებით და საქართველოს კონსტიტუცია ევროსტრუქტურების საბურთაოა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 წარმოდგენილი პროექტის თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით ანუ 90 ხმით აირჩევს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი გენერალურ პროკურორს ორჯერ ვერ აირჩევს, მაშინ გენერალური პროკურორის არჩევა სრული შემადგენლობის უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება და მისი უფლებამოსილების ვადა 6 წლის ნაცვლად ერთი წლით განისაზღვრება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*