არ მიმაჩნია მიზანშეწონილად, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ისეთი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას აზრით, დაუშვებელია, რომ ქვეყნის უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობდნენ ისეთი პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ.
🔹 ამის შესახებ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ყოველწლიური მოხსენებით მიმართა.
🔹 თავის გამოსვლაში ზურაბიშვილმა ყურადღება გაამახვილა უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის აუცილებლობაზე, რომელიც დღემდე არ ჩატარებულა, მიუხედავად ქვეყანაში და ზოგადად მსოფლიოში არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარებისა.
🔹 „პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში ისაუბრა გაფართოებული უშიშროების საბჭოს სხდომის ჩატარების შესახებ, რომელშიც, მისი აზრით, სხვადასხვა პარტიამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. 🔹 მე არ მიმაჩნია მიზანშეწონილად უშიშროების საბჭოს სხდომაში იღებდნენ მონაწილეობას ისეთი პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც თავიანთ პარტიულ ინტერესებს ქვეყნის ინტერესებზე მაღლა აყენებენ“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.
🔹 მისი აზრით, უშიშროების საბჭოს სხდომას უნდა ატარებდეს პარლამენტი, მთავრობა და პრეზიდენტი, სადაც მიღებული იქნება ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის გადაწყვეტილებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*