მე როგორც ქართველი ვიდექი და დავდგები იქ, სადაც იდგნენ ჩემი წინაპრები ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის – ფრიდონ ინჯია

🔹 “მე, როგორც ქართველი, ვიდექი და დავდგები იქ, სადაც იდგნენ ჩემი წინაპრები ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის” – ფრიდონ ინჯია
📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის “ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარის ფრიდონ ინჯიას გამოსვლა პოლიტიკურ დებატებში საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
🔹 როცა გიცვლიან ცნობიერებას, გიცვლიან აზროვნებას, შენ ამით კარგავ იდენტობას, და თუ მე ამას, ვიგრძნობ, რომ ეს ჩემი ქვეყნის დაშლას და გაქრობას ემსახურება, მაშინ მე, როგორც ქართველი, ამ ჩემი ცხოვრების არც თუ ისე ხანმოკლე პერიოდში, ვიდექი და დავდგები იქ, სადაც იდგნენ ჩემი წინაპრები, ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის, თუნდაც მავანნი 33-ჯერ მართალნი იყვნენ.
🔹 ამის მაგალითი იყო, მეფე ერეკლე, რომლის სისხლითაა მორწყული საქართველოს მიწა-წყალი. რომ არა, მისი სიმართლე, სიმამაცე, სიძლიერე, ქვეყნისთვის თავდადება და ღვთის წყალობა. სხვანაირად როგორ მოიშუშა მან ის 60 – ი ჭრილობა, რომელიც 80 წლის ჭარმაგმა მონარქმა საფლავში ჩაიყოლია.
🔹 წაიკითხეთ, ის ისტორიული მასალები, რომელიც გამოამზეურა, ჩემი მეგობრის – ბორის კალანდიას შვილმა – გიორგიმ იმის შესახებ, თუ რას წერდნენ მეფე ერეკლეზე იმ პერიოდში უცხოელები. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა მოვუხადო გიორგი კალანდიას, მისი დიდი შემოქმედებითი საქმიანობისთვის, რასაც ის საქართველოსთვის აკეთებს, აკეთებს თავისი ქვეყნისთვის.
🔹 ეხლა ორიოდე სიტყვა ქვეყნის მოღალეტეებზე. ვინ არიან ბლოგერები, არასამთავრობოების დიდი ნაწილი, საიდან მოდიან ბერძენიშვილები, საიდან?
🔹 ეს ის ხალხია, რომელიც, წლებია ათეული და ასეული მილიონი დოლარით ფინანსირდება. ვინ დგას ამ დაფინანსების უკან? ეს ის ქვეყნებია, რომლის ელიტის გარკვეული ნაწილი ათეული წელია ქმნიან და ბოლომდე ვერ შექმნეს, მაგრამ აქვთ დიდი სურვილი შექმნან მსოფლიო ხელისუფლება.
🔹 ისინი, ყველანაირად ცდილობენ გამოხშირონ მსოფლიოს მოსახლეობა, დატოვონ მხოლოდ ცალკე ელიტა. ამასთანავე, გადააგვარონ, ანუ გენური ინჟინერიის მეშვეობით გამოიყვანონ, მომსახურე, ადამიანთა რობოტიზირებული მონათა ჯგუფი, შედეგად, მსოფლიო მოსახლეობა 7 მილიარდ 920 მილიონიდან დატოვონ 1 მილიარდამდე. სწორედ ამის შექმნაში და განხორციელებაში, მათ ხელს უშლიან ეროვნული სახელმწიფოები, რელიგიები და აქ პირველ რიგში მართლმადიდებლები მოიაზრებიან.
🔹 მათი ამ მოღალატეობრივი ქმედებებით უნდათ გააქრონ ეროვნული სახელმწიფოები. ამისთვის, იყენებენ ყველაფერს, იქნება ეს: კოვიდები, მაიმუნის ოსპები, ომები, სასურსათო კრიზისი, თუ მრავალი სხვა უბედურება, რომელიც ჯერ კიდევ გზაშია.
🔹 უნდა გითხრათ, რომ მოღალატეები განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ მაინც ორ კატეგორიაში ლაგდებიან. პირველი ის კატეგორიაა, რომელიც მოგების მიღების მიზნით ემსახურებიან გლობალისტებს და ფსევდო ლიბერალებს. გლობალისტები, კი თავის მხრივ, მიილტვიან მსოფლიო ბატონობისკენ, მსოფლიო ხელისუფლების შექმნით.
🔹 და მეორე კატეგორია, რომელსაც არ აინტერესებს არაფერი, გარდა იმისა, რომ იყოს ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი, ბატონ-პატრონი, მეფე, თვითონ იყოს კანონი, მხოლოდ და მხოლოდ იცხოვროს თავისი სიამოვნების მისაღებად, მათ შორის, ცხოველური. ამ შემთხვევაში, მისთვის ქვეყნის სიდიდეს და ვინ იცხოვრებს იქ, მნიშვნელობა არ აქვს, ოღონდ ქვეყანა ერქვას.
🔹 დღეს, ჩვენ ვხედავთ, ვგრძნობთ ამას და სწორედ ამიტომ გვებრძვიან, ებრძვიან ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს მეფეებს, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ენას, ჩვენს წინაპრებს, ჩვენს ადათ-წესს, ჩვენს ხელისუფლებას, თუ ის გაბედავს და ეროვნულობისკენ ნაბიჯს გადადგამს. ამის მაგალითი, ჩვენ ყოველდღიურად გვაქვს და ვხედავთ.
🔹 რაც ეხლა ხდება – თავდასხმა მეფე ერეკლე მეორეზე, ეს იგივეა, რაც წლებია ხდებოდა ჩვენში და გრძელდება თავდასხმები საქართველოს ისტორიის ისეთ გამორჩეულ და ცნობილ პიროვნებებზე, რომლებმაც შექმნეს თავიანთი ეპოქა მსოფლიო ისტორიაში, რომლებმაც, როგორც ქართული გენის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ადგილი დაიკავეს მსოფლიო პოლიტიკაში და ცხოვრებაში დაწყებული დავით აღმაშენებლიდან და თამარ მეფიდან.
🔹 აი, ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის კეთდება, რომ ჩვენში ეროვნულობის გრძნობა და სიძლიერე ჩაახშონ და მოკლან. სიმართლე კი, მათ ნაკლებად აინტერესებთ.
🔹 მოღალატეების, ჩამონათვალს არ გავაკეთებ, ეს თქვენთვის მიმინდვია, მაგრამ ერთს კი ვიტყვი, ერთ-ერთი მოღალატე დღეს ილიას უნივერსიტეტშია ჩვენს მომავალ თაობას ლექციებს უკითხავს. თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ, რას უკითხავს?
🔹 და ბოლოს, უნდა გითხრათ, რომ ეს მათ არ გამოუვათ. არ გამოუვათ მათ, თუ ჩვენ სულ თავდაცვაზე არ ვიქნებით! კანონი უნდა კანონობდეს, და თუ კანონი არ გვაქვს, დავწეროთ და მივიღოთ. მოღალატეებმა თავის დროზე, სპეციალურად ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსში, ისეთი მუხლები, როგორიცაა სამშობლოს ღალატი, ცილისწამება.
🔹 ჩვენ პატარა ერი და ქვეყანა ვართ, ამიტომ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის, ჩვენი კანონები, გაცილებით მკაცრი უნდა იყოს, ვიდრე ათეული, ასეული და მილიარდიანი ქვეყნის კანონები. ნახეთ, როგორი მკაცრი კანონებია ამერიკაში, ჩინეთში, მაგრამ მაგალითად, ამას ხელი არ შეუშლია, რომ ჩინეთი გამხდარიყო ლიდერი ქვეყანა მსოფლიოში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*