„მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ ეს კანონი იქნა მიღებული ამ რედაქციით, ჩვენი პარტია, პირველივე დღესვე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუცია ჯერ არავის გაუუქმებია, და თუ კანონის უზენაესობა არსებობს ამ ქვეყანაში, სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ კანონთან დაკავშირებით“.

📍 „მმართველი პარტიის მიერ წარმოდგენილი კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის“ შესახებ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან. თუ ეს კანონი იქნა მიღებული ამ რედაქციით, ჩვენი პარტია, პირველივე დღესვე შეიტანს სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლოში. კონსტიტუცია ჯერ არავის გაუუქმებია, და თუ კანონის უზენაესობა არსებობს ამ ქვეყანაში, სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ამ კანონთან დაკავშირებით“.

🔹 ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, სადაც საპარლამენტო უმრავლესობამ პირველი მოსმენით „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის პროექტი წარმოადგინა.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან, „დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის“ მიღების მოთხოვნა მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილისადმი და ამის შესახებ ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის.

🔹 „ებრძვიან გამარჯვებულ პარტიას, რომელსაც დღეს წარმოადგენს „ქართული ოცნება“. ყველა ხერხით ებრძვიან ბიძინა ივანიშვილს, ადამიანს, რომელმაც მილიარდები ჩადო ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა სახით, როგორც ერთი ხელისუფლების პირობებში, ასევე წინა ხელისუფლების პირობებში. ამავდროულად კი, ადამინების გარკვეულ ჯგუფთან დაკავშირებით, რომლებსაც საქართველოდან მილიარდები აქვთ გატანილი, ხმას არავინ არ იღებს, რეზოლუციაში რაიმე ჩანაწერის გაკეთებაზე ხომ ზედმეტია საუბარი.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „თქვენ წარმოგიდგენიათ, საქართველოში რომ იყოს 100 ბიძინა ივანიშვილი? და იგივეს აკეთებდეს ჩვენი ქვეყნისთვის? როგორი იქნებოდა დღეს ჩვენი ქვეყანა?…. სქართველოს დღევანდელმა ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საქართველოდან მოსახლეობა არ წავიდეს და პირიქით, ბედის უკუღმართობით გაქცეული ადამიანები დაუბრუნდეს საკუთარ სამშობლოს“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის ტრიბუნიდან მიმართა მმართველ პარტიას და მოუწოდა, რომ მმართველი ძალა უნდა დადგეს თავის სიმაღლეზე და მხოლოდ ქვეყნის ინტერსებიდან გამომდინარე იმოქმედოს.

🔹 „ნუ გვეთამაშებით, ჩვენ საბავშვო ბაღში არ ვართ. ვიცით, რა ხდება და რისთვის კეთდება ეს. დადექით ისე როგორც საჭიროა, როგორც გამარჯვებული პარტია. არ დაიხიოთ უკან.“ – მიმართა უმრავლესობის წევრებს ფრიდონ ინჯიამ.

🔹 რაც შეეხება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, დეპუტატის განცხადებით, საქართველოს უკვე აქვს მინიჭებული კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან, მას უკვე გაკეთებული აქვს ოფიციალური განაცხადი ამის შესახებ.

🔹 „საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხია. ჩვენ მივიღებთ ამ კანონს თუ რას გავაკეთებთ , ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება. თუ ისინი საჭიროდ ჩათვლიან ისედაც მიგვიღებენ ევროკავშირიში, მაგრამ ამ კანონის მიღება მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ მოაშორონ ის ადამიანი, რომელიც მილიარდებს დებს ქვეყნის განვითარების საქმეში. ხოლო თუ ისინი რაიმე თანხას გვაძლევენ, მხოლოდ იმისთვის, რომ მართონ ჩვენი პატარა ქვეყანა.“ – მიაჩნია ფრიდონ ინჯიას.

🔹 „მე ნუ ჩამთვლით იმ ადამიანის ადვოკატად, რომელსაც საერთოდ არ ვიცნობ და არც არასდროს არ შევხვედრივარ.“- დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*