“მუნიციპალური საავადმყოფოების არსებობა აუცილებელია საქართველოს ყველა რეგოიონში” – ფრიდონ ინჯიამ

🔹 საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალური საავადმყოფოების არსებობის აუცილებლობისა და სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმოს შექმნის შესახებ ისაუბრა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მინიტრს ზურაბ აზარაშვილს მოუსმინეს.

🔹 „ბოლო პერიოდში, 95 % – ი პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოებისა, რომელიც იყო სახელმწიფოს დაქვემდებარებაში, გაიყიდა, და პანდემიიდან გამომდინარე, თქვენ იძულებულები იყავით დამატებით მილიონობით ლარი გადაგეხადათ უკვე კერძო სამედიცინო დაწესებულებებისთვის. ღმერთმა ნუ ქნას მოხდეს მსგავსი პანდემიები, მაგრამ ქვეყანა ყოველთვის მზად უნდა იყოს ყველაფრისთვის. აქედან გამომდინარე, მე გავხსნიდი ყველა რეგიონში მუნიციპალურ საავადმყოფოებს. ამის გაკეთება თანამედროვე ტექნოლოგიებით გაცილებით უფრო იოლია, ვიდრე ძველი საავადმყოფოების აღდგენა, რომელიც საბჭოთა პერიოდში იყო აშენებული სხვადასხვა სტანდარტებით. მუნიციპალური საავადმყოფოები აუცილებელია იყოს ყველა რეგიონში და ამის გაკეთება თავისუფლად არის შესაძლებელი. ასევე მომავალში მნიშვნელოვანია გაიხსნას ამბულატორიები ისეთ დაბასა და სოფლებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა აღემატება 3000 მაცხოვრებელს.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატის თქმით, იგი მიესალმება სახელმწიფოში მედიკამენტებზე ფასების დაწევას, მაგრამ მიაჩნია, რომ ეს არის დროებითი.

🔹 „მინდა ყურადღება გავამახვილო მედიკამენტებზე ფასების დაწევის საკითხზე. მართლაც, რომ მისასალმებელია ეს გადაწყვეტილება. ეს იყო პირადად პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა და დიდი საქმე გააკეთა მან ამით, მაგრამ მე მიმაჩნია, რომ ერთ წელიწადში ან წელიწად ნახევარში შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს. მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის დროებითი, მაშინ როცა წამლების მწარმოებლები არიან კერძო კომპანიები. აქ ერთი რამ არის გასაკეთებელი აუცილებლად. მე ამაზე მქონდა საუბარი ადრეც, ჯანდაცვის სამინიტრომ თავის დაქვემდებარებაში უნდა შექმნას ფარმაცევტული საწარმო მინიმუმ ერთი მაინც. ევროპის წამყვან ქვეყნებში ნახევარი სამედიცინო დაწესებულებების არის სახელწიფოს დაქვემდებარებაში, ხოლო ნახევარი ეკუთვნის კერძო კომპანიებს. სახელმწიფოს დაქვემდებრებაში მყოფი ფარმაცევტული საწარმო გამოუშვებს იმ წამლებს, რომელიც არის ყველაზე მოთხოვნადი, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოსახლეობას. სწორედ მაშინ შეძლებთ თქვენ, რომ დაარეგულიროთ მედიკამენტებზე ფასები. ეს არის პრობლემის ერთადერთი გადაწყვეტა და მე ამ საკითხზე უკვე მერამდენედ ვსაუბრობ და ვიმეორებ და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეა.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ჯანდაცვის სისტემის მუშაობა შეაფასა პანდემიის პერიოდში და აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემამ ამ გამოწვევას გაუძლო.

🔹 „უნდა გითხრათ, რომ მართლაც ეს ორი წელი ამ სისტემის გამოცდა იყო. ჯანდაცვის სისტემამ და ამ გუნდმა გააკეთა ის, რაც უნდა გაეკეთებინა. თუმცა, ამ პერიოდში ბევრი რამ გამოჩნდა ისეთიც, რაც გამოსასწორებელია. პანდემიამ აჩვენა, რომ ქვეყანაში სამედიცინო პერსონალის დეფიციტია, როგორც კვალიფიკაციის მხრივ, ასევე, რაოდენობრივადაც. რა თქმა უნდა, ისინი გმირები არიან, რაც მათ გააკეთეს ამ მოკლე პერიოდში, ისწავლეს კიდევაც და გამოცდილება მიიღეს“ – აღნიშნა პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ.

🔹 ფრიდონ ინჯიამ ჯანდაცვის მინიტრს მოუწოდა, რომ მისმა უწყებამ ყურადღება გაამახვილოს და გააძლიეროს კონტროლი სხვადასხვა კერძო კლინიკებში ფინანსურ ხარჯთაღრიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან, მისი თქმით, არსებობს მაგალითები, როცა პაციენტებს ამა თუ იმ სამედიცინო კლინიკებში გაორმაგებულ ხარჯთაღრიცხვას წარუდგენენ.

🔹 ამასთანავე, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს აუცილებელ პირობად მიაჩნია სამედიცინო პერსონალთათვის სპეციალური წამახალისებელი, კომპლექსური, სამთავრობო პროგრამის შემუშავება, რაც მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის სისტემის განვითარების თავლსაზრისით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*