ნებისმიერი კანონის მიღებასთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი სუვერენული და ექსკლუზიური უფლება

🔴 ქართული ოჯახისთვის მიუღებელია ის პროპაგანდა, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ქართული ოჯახის სიმტკიცეს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი საქართველოს პარლამენტმა კანონმდებლობის დონეზე დაარეგულიროს.

🔷️ ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის იდენტობა.

🔷️ ნებისმიერი კანონის მიღებასთან დაკავშირებით ყველა სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს თავისი სუვერენული და ექსკლუზიური უფლება.

🔷️ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრაზე განაცხადა, სადაც ისაუბრეს „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კონსტიტუციურ კანონპროექტის შესახებ.

🔷️„მიმაჩნია, რომ ისეთი ქვეყნისთვის როგორიც საქართველოა, თავისი ისტორიით და ტრადიციებით მნიშვნელოვანია ასეთი ცვლილებების შეტანა მოხდეს ქვეყნის კონსტიტუციაში.

🔷️10-15 წლის წინ ეს საკითხი რომ დამდგარიყო ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგში, საქართველოს მოსახლეობა გაოცებული დარჩებოდა, იმდენად რამდენადაც, ეს საკითხი არ წარმოადგენდა ისეთ საშიშროებას, განსაკუთრებით არასრულწლოვანების მიმართ, როგორიც ეს არის დღეს.

🔷️საკითხი, რომელიც ეხება ოჯახურ ღირებულებებს, მნიშვნელოვანია საქართველოს ყველა ოჯახისთვის, განურჩევლად მისი ეროვნული წარმომავლობისა, რადგან ისინი საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობენ ერთი სულისკვეთებით, რადგან მოსწონთ ის ადათ-წესი და თუნდაც, თამაშის წესი, ასე რომ ვთქვათ, რაც არის საქართველოში, რაც ოდითგანვე მოდის. მაგრამ მოვიდა დრო, და ეს საკითხი დადგა დღის წესრიგში, რასაც თან ახლდა ის დიდი ზეწოლა, რომელიც ხდება მსოფლიოში ამ საკითხთან მიმართებაში, რაც თავისთავად, საქართველოსაც შეეხო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷️დეპუტატის განცხადებით, საქართველოში სხვა ორიენტაციის ადამიანებს არავითარი პრობლემა არ აქვთ. ისინი სახელმწიფოში არ არიან დაჩაგრულები.

🔷️„განსხვავებული ორიენტაციის ადამიანების ჩაგვრა ჩვენს ქვეყანაში არ ხდება. ისინი შეიძლება ძალიან მცირედი პროცენტით იყვნენ საქართველოში და მიმაჩნია, რომ ამის დათვლაც კი არ არის საჭირო. ამ საკითხთან დაკავშირებით, პირადი და პიროვნული შეხედულება არ არის საინტერესო ჩვენი საზოგადოების უმრავლესობისთვის, და ეს მიდგომა მისაღებია საქართველოს მოსახლეობის 95 %-ისთვის.

🔷️განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები იყვნენ ყოველთვის ყველა ქვეყანაში და იქნებიან კიდევაც. ამ საკითხის ასე საჯაროდ გამოტანა, განხილვა და ამის ხაზგასმა, განსაკურებით არასრულწლოვანებთან მიმართებაში და, მით უფრო, მისი პროპაგანდა სატელევიზიო, თუ სხვა მედიასაშუალებებით, ჩვენთვის მიუღებელია. ზოგადად ვფიქრობ, რომ ამის პროპაგანდა არ არის კარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ სრულიად სამყაროსთვის.

🔷️აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დონეზე ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის საკითხს უნდა დაესვას წერტილი. არასრულწლოვნებზე ზეწოლა, მე დანაშაულად მიმაჩნია. ასევე, მხარს ვუჭერ, რომ საქართველოში კანონით აიკრძალოს სქესის შეცვლასთან დაკავშირებით ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷️პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ ოპოზიციონერობა არ ნიშნავს იყო მუდმივ წინააღმდეგობაში ხელისუფლებასთან, და თუ რომელიმე პოლიტიკურ ძალას სურს ხელისუფლებაში მოსვლა, მან არჩევნების გზით, ლეგიტიმურად უნდა მოიპოვოს გამარჯვება.

🔷️„მე როგორც საპარლამენტო ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, ხშირ შემთხვევაში მაქვს კრიტიკული მოსაზრებები ხელისუფლების ამა თუ იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რასაც შესაბამისი არგუმენტაციებით ვასაბუთებ, მაგრამ იყო ოპოზიციში არ ნიშნავს, ყველა საკითხში ეწინააღმდეგებოდე ხელისუფლებას.

🔷️ხელისუფლება არჩეულია საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით, არჩევნების გზით და თუ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სურს ხელისუფლებაში მოსვლა, მან არჩევნების გზით, ლეგიტიმურად უნდა მოიპოვოს გამარჯვება, მისი პროგრამით, თეზისებით, საქმეებით, რომელიც მისაღები იქნება ქვეყნის მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷️დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მან საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში რეგიონებში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებზე არაერთხელ გააჟღერა.

🔷️„საერთო-სახალხო განხილვის ფარგლებში, სადაც პირადად მე ვიღებდი მონაწილეობას, ჩემი წინადადება იყო, რომ სახელწოდება „ოჯახური ღირებულებები“ შეცვლილიყო ტერმინით „ქართული ღირებულებები“, რადგანაც ქართული ღირებულებები თავის მხრივ მოიცავს ყველაფერს ერთად – ადათ-წესებს, ტრადიციებს, კულტურას, ჩვენს იდენტობას“, – დასძინა დეპუტატმა.

🔷️პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავისი განცხადების შემდეგ ვენეციის კომისიის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.

🔷️დეპუტატის განცხადებით, კანონპროექტების პაკეტის საგნობრივი და მუხლობრივი განხილვა, მსჯელობა მოხდება პარალმენტში საკომიტეტო მოსმენებისას საერთო სახალხო განხილვების შემდეგ შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე.

🔷️„ამა თუ იმ კანონთან მიმართებაში ყველა ქვეყნას უნდა ჰქონდეს თავისი სუვერენული და ექსკლუზიური უფლება. ჩვენ ვიღებთ ისეთ კანონს, რომელიც მისაღებია ჩვენი მოსახლეობსითვის. ამა თუ იმ კანონთან მიმართებაში, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია სწორედ საქართველოს მოსახლეობის შეფასება და არა სხვა ქვეყნების მოქალაქეების მოსაზრება“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*