პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია კომუნისტების ამხანაგური სასამართლოს დონეზეა  – ფრიდონ ინჯია

„საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელების საკითხი ევროკომისიის მიერ შემუშავებული 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ საქართველო მართლაც საპარლამენტო რესპუბლიკა იყოს, მთავრობა მართლაც საქმის გამკეთებელი, ხოლო პარლამენტი – ზედამხედველი. ამ საქმეში რაღაცით წინ წავიწიეთ, თუმცა დიდად ვერა“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე, სადაც  საპარლამენტო კონტროლის საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგებზე იმსჯელეს.

მისი თქმით, თუ მინისტრთა კაბინეტის წევრები არ იგრძნობენ, რომ დეპუტატის მიერ დასმულ შეკითხვაზე თავის არიდება და პასუხის არგაცემა ან რეაგირების გარეშე დატოვება შეიძლება იყოს დასჯადი, მაშინ ამ საქმიანობას ეფექტი არ ექნება.

„კომუნისტების ამხანაგური სასამართლოს დონეზეა ახლა ჩვენი მექანიზმები. ეტყოდნენ პირს, კარგად მოიქეცი, და წავიდოდა. თუ პარლამენტს არ ექნება მკვეთრი ძალა, რომ მთავრობამ იგრძნოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის კონტროლი, საქმე არ გამოვა. კითხვა-პასუხი, მინისტრი მოვიდა, წავიდა, გასცა პასუხი, თუ თავი აარიდა, არაფერი არ ხდება. თუ დასჯადი არ იქნება, თანამდებობის პირის უმოქმედობა ან ქმედება მეორე ან მესამე შემთხვევაში მაინც, მაშინ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია ეფექტური ვერ გახდება“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.                  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*