პარტია „ევროპელი სოციალისტები“  ხელისუფლებას  კომუნალური გადასახადების სუბსიდირების მოთხოვნით მიმართავს

პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ განცხადებას ავრცელებს

პარტია „ევროპელი სოციალისტები“ მიმართავს ხელისუფლებას  მოუწოდებს მოახდინოს კონუნალური გადასახადების სუბსიდირება კიდევ ერთი თვით.

„ხელისუფლებამ უნდა მოახდინოს  200 კუბური მეტრის ბუნებრივი აირის კომპენსაცია მოსახლეობისთვის თებერვალ-მარტის პერიოდზე. არსებული პროგნოზით, სწორედ თებერვალსა და მარტში არის მოსალოდნელი ამინდის გაუარესება, რაც მოსახლეობაში ბუნებრივ აირზე მოთხოვნას გაზრდის.  პრაქტიკულად, წინა წლის ოქტომბერ- ნოემბრის პერიოდში, მოსახლეობის უმრავლესობამ ბუნებრივი აირის სუბსიდირებით ვერ ისარგებლა. ამიტომ, მოვუწოდებთ ხელისუფლბას, შეიმუშავოს ბუნებრივი აირის სუბსიდირების ისეთი პროგრამა, რომლითაც მოსახლეობა ისარგებლებს“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები“  თვლიან, რომ სახელმწიფო სუბსიდირება ასევე, უნდა შეეხოს არა მხოლოდ ბუნებრივ აირის, არამედ ელექტრო-ენერგიისა და წყლის გადასახადებს.

„ვფიქრობთ, სახელმწიფოს გააჩნია შესაბამისი რესურსი მოახდინოს, როგორც ბუნებრივი აირის სუბსიდირება,  ასევე კომპენსაციის დაწესება როგორც ელექტრო-ენერგიის ასევე, წყლის გადასახადებზე. ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დახმარება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება გაუწევს საკუთარ მოსახლეობას პანდემიით გამოწვეულ უმძიმეს სოციალურ ვითარებაში“ – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელი სოციალისტები ასევე, მოუწოდებს მთავრობას მოხსნას ან შეამსუბუქოს არსებული რეგულაციების ნაწილი  და აუცილებლად  აღადგინოს მუნიციპალური და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძარაობა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*