„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ გახლავთ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით პრეს-კონფერენცია გამართა.

🔷„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ გახლავთ ერთადერთი საპარლამენტო ოპოზიციური პარტია, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა.

🔷მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გუშინ მესამე მოსმენით მიღებული კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ არის საკმაოდ ლოიალური იმ კანონებთან შედარებით, რომლებიც მოქმედებს ამერიკაში და ევროპის ცალკეულ ქვეყნებში.

თუ კი თვლით, რომ მიღებული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, მაშინ კანონში დავამატოთ მუხლები, რომელიც გაითვალისწინებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და სხვადსხვა ორგანიზაციების საქმიანობის აკრძალვას, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს, როგორც ეს არის ამერიკაში და ევროპის ცალკეულ ქვეყანაში.

🔷 ასეთ შემთხვევაში, ეს კანონი იქნება ზუსტად ერთი-ერთში იმ სტანდარტებთან მიმართებაში, რასაც მოითხოვენ და აპელირებენ ოპონენტები, რომელებიც ჩამოდიან საქართველოში „კეთილი სურვილებით“.

სხვა შემთხვევაში, ბოლო პერიოდში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები და ძირითადი პარტნიორებისგან დაფიქსირებული პოზიციები სხვა არაფერია, თუ არა ორმაგი სტანდარტებით მოქმედება, რასაც მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ არ დაუშვებს საქართველოს მოსახლეობა, რომელსაც აქვს თავისი წარსული, ისტორია, ტრადიციები, ღირებულებები და ფასეულობები, რომელსაც ძალიან კარგად ესმის, რას ნიშნავს ორმაგი სტანდარტით მოქმედება.

🔷თუ ჩვენთან უნდათ მეგობრობა ევროპელ პარტნიორებს და უნდათ მიგვიღონ მათ დიდი ოჯახში, ამისთვის მზად ვართ ჩვენი ღირებულებებით და ფასეულობებით.

ასევე მინდა გამოვეხმაურო გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების საგარეო კომიტეტების თავმჯდომარეების გამოსვლას, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ჩამოვიდნენ იმისათვის, რომ მხარი დაეჭირათ რადიკალური ოპოზიციის მიერ მართვადი აქციისთვის, რაც მიმართულია კანონიერად არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ.

🔷მათ თავიანთი გამოსვლებით მხარი დაუჭირეს და მოუწოდეს საქართველოში არსებული ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, მთავრობის დამხობისკენ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, რომლის შესახებაც სხვა სახელმწიფოს მაგალითზე მე არ მსმენია.

🔷კერძოდ, ის, რომ სხვა ქვეყნის მიერ არჩეული დეპუტატები ჩამოდიოდნენ სხვა ქვეყანაში და მოუწოდებდნენ უმრავლესობით არჩეული ხელისუფლების გადაყენებისკენ, ეს ფაქტი ვერანაირ სტანდარდებში ვერ ჯდება.

🔷ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტს და მათ გამოსვლას გუშინდელ აქციაზე მე პოლიტიკას ვერ დავარქმევ. ეს არის ხალხი, რომელიც გახლავთ დესტრუქციული ძალების შემადგენელი ნაწილი.

🔷„მე არ გამოვრიცხავ, რომ ევროპელი პოლიტიკოსები ოპოზიციის გარკვეული ნაწილის მიერ იყვნენ ჩამოყვანილები და ის განცხადებები რაც მათ აქციაზე გააჟღერეს იყო შეთანხმებული, რადგან მათი განცხადებები ეს იყო ანტი ქართული, ანტი სახელმწიფოებრივი ყოველგვარი მტკიცებულებებისა და არგუმენტაციის გარეშე.

🔷აქედან გამომდინარე, მივმართავ შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს, ხელისუფლებას, გაატარონ და მიიღონ შესაბამისი ზომები.

🔷კერძოდ, მიმაჩნია, რომ დასანქცირების მექანიზმი, რომელიც ასეთი მოდური გახდა დღეს საქართველოს მიმართ, ჩვენც უნდა გამოვიყენოთ სანქცირების მექანიზმი სხვა ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, რომლებიც დგანან ქუჩაში და მოუწოდებენ დაამხონ ის ხელისუფლება, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობით იქნა არჩეული.

🔷ეს მიმართვა ეხება როგორც ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს, მთავრობას, ასევე იმ „სტუმრებს“, „მეგობრებს“, რომლებიც ჩამოდიან საქართველოში“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷პრეს-კონფერენციაზე გაკეთებული ძირითადი განცხადების შემდეგ დეპუტატმა მედიის წარმომადგენელების შეკითხვებს უპასუხა.

ჟურნალისტის კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა საქართველოში გარკვეული პოლიტიკოსების მიმართ სანქციების დაწესება „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ კანონის მიღებიდან გამომდინარე, რაზეც აქცენტი გააკეთა საქართველოში ვიზიტით მყოფმა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა, დეპუტატმა უპასუხა, რომ ასეთი მიდგომა არის კიდევ ერთი დასტური იმ ორმაგი სტანდარტებისა და სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში უხეში ჩარევა, რომელსაც ავლენენ ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს მიმართ.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შეახებ კანონი მიიღო საპარლამენტო უმრავლესობამ, რომელიც მიმართულია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განსამტკიცებლად.

🔷მიმაჩნია, რომ რაც არ უნდა პატარა იყოს ქვეყენა, მსგავსი კანონი სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს მიღებული. მოგეხსენებათ ამერიკის შეერთებული შტატები არის დიდი სახელმწოფო თავისი შესაძლებლობებით, რომელსაც 50 წელზე მეტია აქვს იგივე კანონი, და ამერიკა, მიუხედავად თავისი სიძლიერისა, თვლის, რომ მას სჭირდება ე.წ. ფარას კანონი თავისი ქვეყნის ინტერსებისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ამიტომ, ისეთ პატარა ქვეყანას როგორიც საქართველოა, მიმაჩნია, რომ მით უფრო სჭირდება კანონი „გამჭვირვალეობის შესახებ“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ გარკვეული პოლიტიკოსების მიმართ დასანქცირების გადაწყვეტილებას, ქვეყნის ხელისუფლებამ იგივე გადაწყვეტილებით უნდა უპასუხოს და დაასანქციროს საქართველოს ხელისუფლების მიმართ მტრულად განწყობილი სხვა ქვეყნის მოქალაქეები, მაღალჩინოსნები თუ პოლიტიკოსები.

🔷პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, პროცედურულად საქართველოს პრეზიდენტმა კანონზე ვეტოს დადების შემთხვევაში, პარლამენტს უნდა წარუდგინოს არგუმენტირებული წინადადებები და შენიშვნები.

🔷„უნდა აღვნიშნო, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის“ შესახებ პარალმენტის მიერ მიღებული კანონი არის ძალიან ლოიალური და საკმაოდ მოკლე, სადაც ერთადერთი მოთხოვნაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა ყოველწლიურად შეავსონ დეკლარაციები. აქედან გამომდინარე, მე არ ველოდები ცვლილებების შეტანას აღნიშნულ კანონში“. – აღნიშნა დეპუტატმა.

🔷ფრიდონ ინჯიას მიაჩნია, რომ არასერიოზულია პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ იგი უხელმძღვანელებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების „პროევროპულ ფრონტს“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის.

🔷„მე არა მგონია, რომ ეს იყოს ე.წ პრეზიდენტის იდეა, რადგანაც იგი თავის თავს არ ეკუთვნის და რასაც ეტყვიან იმას აკეთებს. ხვალ შეიძლება სხვა განცხადება გააკეთოს. ამიტომ, მე მიმაჩნია, რომ სერიოზულად არ უნდა მივიღოთ ის განცხადებები, რასაც აკეთებს სალომე ზურაბიშვილი“. – მიაჩნია დეპუტატს.

🔷ფრიდონ ინჯიამ პრეს-კონფერენციაზე ასევე შეაფასა საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მიხაილ როთის განცხადება, რომელმაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ნეგატიურ კონტექსტში მოიხსენია.

🔷დეპუტატის განცხადებით, ეს არის შეურაცხყოფა ძირძველი ქართველი ერის, რომელიც ოდითგანვე იყო ქრისტიანი და მართლმადიდებელი.

🔷ჟურნალისტის კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფი ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით კანონპროექტთა პაკეტს, ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საკითხის უდიდესი მნიშვნელობიდან გამომდინარე იგი თვლის, რომ წარმოდგენილი კანონპროექტთა პაკეტს მისი პოლიტიკური ჯგუფის მხრიდან მხარდაჭერა ექნება.

🔷„კანონპროეტთა ამ პაკეტში წარმოდგენილია მნიშვნელოვანი პოსტულატები, რომლის მიღება იქნება წინგადადგმული ნაბიჯი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პრეს-კონფერენციის დასასრულს მიმართა აქციის მონაწილე ახალგაზრდებს, კარგად დაფიქრდნენ თუ რასთან აქვთ საქმე და ვინ დგას ამ მოძრაობის უკან და რა წარსული აქვს იმ ჯგუფს, რომელიც მიმდინარე აქციებს ორგანიზებას უკეთებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*