პროკურატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ, გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ცვლილებებს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს, და ეს იქნება ოპოზიციის დიდი მონაპოვარი

📍 „პროკურატურა, საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ გახლავთ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი და ეს ყველა ქვეყანაში ასეა. ცვლილებებს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, ჩვენი გუნდი მხარს დაუჭერს, და ეს იქნება ოპოზიციის დიდი მონაპოვარი“.

ამის შესახებ განცხადება საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წინაშე ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გააკეთა.

საპარლამენტო უმრავლესობის ინიცირებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცესი დაიწყო..

საყოველთაო-სახალხო განხილვის ფარგლებში საზოგადოებას კონსტიტუციური კანონის პროექტი წარედგინება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის გარდამავალ დებულებაში გენერალური პროკურორის არჩევის წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

„თუ პროკურატურა და სასამართლო თავის დონეზეა, მაშინ არც სახალხო დამცველი არ არის საჭირო. რაც შეეხება, კონკრეტულად ცვლილებებს, რომელიც მმართველმა პარტიამ წარმოადგინა გენერალური პროკურორის არჩევის წესთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ უმნიშვნელოვანესია. ცვლილებები მიღებული იქნება და ეს იქნება ოპოზიციის დიდი მონაპოვარი. ჩვენი გუნდი ჩვენი პარტია, მისცემს ხმას ამ ცვლილებას“,-განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*