რა მოგივიდათ ვის დავალებას ასრულებთ რა გჭირთ – ფრიდონ ინჯიას მიმართვა ტვ – პირველის დამფუძნებელს – ჭუტას

❓ რა მოგივიდათ, ვის დავალებას ასრულებთ, რა გჭირთ? – ფრიდონ ინჯიას მიმართვა „ტვ – პირველის“ დამფუძნებელს – ჭუტას.

❓ ვის დავალებას ასრულებთ, რა გჭირთ?… ასე მიმართა საპარლამენტო პილიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „ტვ პირველის“ დამფუძნებელს ჭუტას ( ავთანდილ წერეთელი), 4 მარტს ტელეკომპანია „ტვ პირველზე“, „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული სატელევიზიო სიუჟეტის პასუხად, სადაც დეპუტატთან დაკავშირებით ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

🔶„ეხლა მინდა მივმართო „ტვ პირველის“ დამფუძნებელს – ჭუტას, მის მეუღლეს ნანას, რომლებსაც მე საკამოდ კარგად ვიცნობ. იყო დრო, როდესაც ერთად ვისვენებდით კიდევაც.

🔶 ამასთანავე ვიცი, რომ მას, ჭუტას, არავითარი წვლილი არ მიუძღვის 2008 წლის ომის გაჩაღებაში და მიმდინარეობაში. პირიქით, ვფიქრობ, იყვნენ წინააღმდეგნი… რა მოგივიდათ, ვის დავალებებს ასრულებთ? რა გჭირთ? … ხომ არსებობს კიდევ რაღაცა, რომელიც ქართველ კაცს კიდევ ამუხრუჭებს?! … ძალიან ვწუხვარ… ” – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔶 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი, საპარლამენტო, საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ფრიდონ ინჯიას მიერ გაკეთებულ განცხადებას რადიკალური ოპოზიციისა და მათთან ასოცირებული მედია საშულებების მხრიდან არაერთი სატელევიზიო რეპორტაჟი, თუ სიუჟეტი მოჰყვა, სადაც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარესთან მიმართებაში გაისმა არაერთი ცილისმწამებლური განცხადება და გავრცელდა ინფორმაციები არასწორი ინტერპრეტაციებით.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*