“ევროპელი სოციალისტების” თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პოლიტიკური დებატებისას შეაფასა ვენეციის კომისიის დასკვნა კანონპროექტზე “დეოლიგარქიზაციის შესახებ”

📍 დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონი, ისევე როგორც ევროკომისიის 12 პუნქტი არის გამოგონილი იმისათვის, რომ საქართველოში შეიცვალოს ხელისფლება. სწორედ ამ საკითხზეა მიბმული საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება

📍 საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ეს პირველ რიგში, ევროპის ინტერსებში შედის.

📍 თუმცა, კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც საქართველოს წინაშე კვლავ დადგება სხვადასხვა მოთხოვნები რეკომენდაციების შესრულების სახით და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება.

🔷 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური დებატების ფორმატში“ გამოსვლისას შეაფასა ვენეციის კომისიის დასკვნა „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსგავსი კანონი არ არის მიღებული არცერთ დემოკრატიულ ქვეყანაში, არც ევროპის, არც ამერიკის, აზიის ქვეყნებში, სადაც ამ კანონის დაინიცირებაც კი, ღიმილს გამოიწვევდა.

🔷 „აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღების შესახებ მოთხოვნა თავშივე არის სპეციალურად მოგონილი იმისთვის, რომ არსებულმა ხელისუფლებამ უფლებამოსილება გადააბაროს ოპოზიციას. ჩვენ პირველივე დღიდან განვაცხადეთ, რომ ამ კანონის მიღებას მხარს არ დავუჭერდით.

🔷 რას წერს ვენეციის კომისია თავის დასკვნაში: შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ჩატარდეს რეფორმა, (რეფორმა მიმდინარეობს 30 წელია, მათ შორის, იუსტიციის საბჭოში); დასკვნაში ასევე, ვკითხულობთ მოთხოვნას საგადასახადო კანონმდებლობის შეცვლის შესახებ, ბოლოს დასკვნა იმით მთავრდება, რომ ქვეყანაში უნდა იყოს კანონის უზენაესობა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა იმისთან დაკავშირებით, რომ მან როგორც „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ტრიბუნიდან არა ერთხელ გააკეთა განცხადება, რომ ევროკომისიის 12 პუნქტიანი მოთხოვნა გამოგონილია და სახელმწიფოში კანონის უზენაესობის შემთხვევაში, მსგავსი რეკომენდაციებისა თუ სხვადასხვა კანონპროქტების მიღება არანაირ საჭიროებას არ წარმოადგენდა. ამიტომაც, დეპუტატი ვენეციის კომისიის დასკვნის ამ ნაწილში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს.

🔷 „ჩვენ ყოველთვის ვაკეთებდით განმარტებას, რომ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, პირველ რიგში, უნდა არსებობდეს კანონის უზენაესობა“. – დასძინა დეპუტატმა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფი თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ თავიდანვე მიმართული იყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ როგორმე, რაღაც მექანიზმით, შესაძლებელი გამხდარიყო მისი დასჯა“.

🔷 „იქედან გამომდინარე, რომ ამ კანონმა ვერ დააკმაყოფილა და ვერ შეიქმნა ის მექანიზმი, რომელიც როგორმე ივანიშვილის წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, რომელიც მოექცეოდა კანონის ჩარჩოში, დღეს აღმოჩნდა, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ ასრულებს იმ მოთხოვნებს, რა მოთხოვნები ჰქონდათ ჩვენს მეგობრებს „ევროპიდან“, მაშინ გადაწყვიტეს რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონი არ არის მისაღები“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 რაც შეეხება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებას, დეპუტატი დარწმუნებულია, რომ საქართველო სტატუსს მიიღებს და ეს პირველ რიგში, ევროპის ინტერსებში შედის.

🔷 „მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მისცემენ და ეს მათ ინტერესშია უფრო მეტად. საქართველოსთვის კი, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გააგრძელოს თავისი საქმის კეთება, ეს იქნება ეკონომიკური გარდაქმნები, თუ შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რომელიც უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას, ჩვენ ეს გვჭირდება. რაც შეეხება ევროკავშირს და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებს, ეს არის გზა, მექანიზმი იმისთვის, რომ საქართველო გამთლიანდეს. რომ ჩვენი ქვეყანა იყოს იმ ჩარჩოში, იმ საზღვრებში, რა ადგილიც მას ეკავა 50 წლის წინ“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგაც საქართველოს წინაშე კვლავ დადგება სხვადასხვა მოთხოვნები რეკომენდაციების შესრულების სახით და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საქართველოში არ შეიცვლება ხელისუფლება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*