საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის კომენტარი პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით გადაცემა „კურიერი P.S.“ -ში

📍 „თუ საკონსტიტუციო სასამრთლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს იმის ნებისყოფა და ძალა, რომ თვითონ დაწეროს განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით, რადგანაც მას ფიცი აქვს დადებული კონსტიტუციის ურყეობაზე“.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის კომენტარი პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „კურიერი P.S.“ – ის გადაცემაში.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ პირველ რიგში, მისასალმებელი იქნება თუკი მმართველი პარტია და ხელისუფლება ქვეყანაში დაამკვიდრებს კანონის უზენაესობის პრინციპს და ეს უნდა მოხდეს არა მხოლოდ პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემთხვევაში, არამედ მას უნდა ჰქონდეს საყოველთაო ხასიათი.

🔸 დეპუტატმა პარალელი გაავლო 2003 წლის მოვლენებთან დაკავშირებით, როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძისგან ათეულ ათასობით ხალხი გადადგომას მოითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობდა საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი დადგენილება.

🔸 „მე მახსენდება 2003 წელი, როდესაც პრეზიდენტ შევარდნაძეს ათეულ ათასობით ხალხი მიადგა მოთხოვნით, რომ გადამდგარიყო. მაშინ არ იყო საკონსტიტუციო სასამართლოს არანაირი დადგენილება, მისი გადადგომის შესახებ. პრეზიდენტ ზურაბიშვილის შემთხვევაში, კი თუკი იქნება ასეთი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან, მან კეთილი უნდა ინებოს და თავისი ხელით დაწეროს განცხადება გადადგომის შესახებ. ეს იქნება სწორი, სამაგალითო და პიროვნების ღირსების შენარჩუნების ტოლფასი გადაწყვეტილება, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გზაზე ერთერთი მნიშვნელოვანი ეტაპი“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 ჟურნალისტის კითხვაზე, ხომ არ იქნება დამაზიანებელი ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაყენების საკითხი, მაშინ როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მოლოდინშია, ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, რომ ქვეყნისთვის ევროკავშირის სტატუსის მინიჭება ერთი საკითხია, ხოლო კონსტიტუცია არის სახელმწიფოს მთავარი კანონი და იგი დგას უმაღლეს საფეხურზე.

🔸 „ქვეყნის უმაღლეს კანონს-კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ. რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ან არ გაწევრიანებას, ეს მიმდინარე პროცესია. თუ ადამიანმა დაარღვია კონსტიტუცია და ის დაუსჯელი დარჩა, გაუგებარია ამან რატომ უნდა შეუშალოს ხელი ქვეყანას ევროკავშირის სტატუსის მინიჭებაში, ან ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. მაშინ ასეთი ევროკავშირი რას წარმოადგენს?! რომელიც მზად არის მიიღოს ისეთი ქვეყანა თავის რიგებში, სადაც ირღვევა ქვეყნის უმაღლეს კანონი – კონსტიტუცია?… ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა გაწევრიანდეს საქართველო ისეთი დიდ გაერთიანებაში, რასაც ევროკავშირი ჰქვია, სადაც ძალიან დიდი სურვილი გვაქვს მიგვიღონ, რადგანაც მიგვაჩნია, რომ ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება იქნება მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გზაზე“. – განაცხადა დეპუტატმა.

🔸 ფრიდონ ინჯია არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ვაჭრობის საგანი გახდეს, რადგან დეპუტატის აზრით, „ნაციონალური მოძრაობისთვის“ ორმაგი სტანდარტით მოქმედება ახალი არ არის, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა ველოდოთ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ მმართველმა პარტიამ უკან დაიხიოს და შეცვალოს გადაწყვეტილება ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „პროცესი უკვე დაიწყო, ეს პროცესი ვერ შეჩერდება და ის უნდა გაგრძელდეს, წინაამდეგ შემთხვევაში ეს საზიანო იქნება მმართველი პარტიისთვის“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*