საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარტოხელა დედებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მარტოხელა დედებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ქვეყნის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება უნდა იყოს დემოგრაფიული პრობლემის გადაჭრა, რისთვისაც მნიშვნელოვანია სახელმწიფოში სწორი საბიუჯეტო პოლიტიკის გატარება.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ ამ პრობლემის გადაჭრას და პროცესის სწორად წარმართვას ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს პარალმენტმა საკანონმდებლო ინიციატივებით, ხოლო მთავრობამ, კერძოდ კი ფინანსთა სამინიტრომ, ბიუჯეტის სწორი დაგეგმარებით.

🔷 იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა.

🔷 დეპუტატი კომიტეტის სხდომაზე გამოვიდა ინიციატივით, იმის შესახებ, რომ 30 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გადაწყვეტენ ჰყავდეთ შვილი, მათ სახელმწიფომ უნდა გაუწიოს ფინანსური დახმარება. ამით მარტოხელა დედები იგრძნობენ სახელმწიფოს მხარდაჭერას.

🔷 „მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია მარტოხელა დედებისთვის და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა. ამით ჩვენი მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან გვერდში დგომას იგრძნობენ. თქვენ კარგად იცით, რომ ყოველწლიურად საქართველოს მოსახლეობა მცირდება, და მე მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ თავისი საბიუჯეტო პოლიტიკით, უნდა გაატაროს ისეთი ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ კუთხით ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ემიგრანტების სახელმწიფოში დაბრუნება და მათი ფინანსური მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან. პარლამენტმა საკანონმდებლო ინიციატივით უნდა შეუწყოს ამ პროცესს ხელი, ხოლო ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტის სწორად დაგეგმარებით.

🔷 თქვენ ვერ ხედავთ ამ პრობლემას? სხვა შემთხვევაში გავა წლები, საქართველო აღარ იქნება და დარჩება მარტო ფინანსთა სამინიტრო იმ გარკვეული ფინანსური რესურსით, რომელიც ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი დემოგრაფიული საკითხის გადაწყვეტას არ ხმარდება“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*