საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, როგორც ეს ერთი წლის წინ იყო, დღესაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება

📍 საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, როგორც ერთი წლის წინათ იყო, დღესაც არის პოლიტიკური გადაწყვტილება.

🔷 ამის შესახებ საპარლმენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური დებატების ფორმატში განაცხადა.

🔷 „საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება უპირველესად განპირებებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.

პირადად მე, ყოველთვის ვამბობდი და დღესაც ვიმეორებ, რომ ჩვენ მოგვცემენ კანდიდატის სტატუსს, რადგან ამაში გაცილებით, ჩვენზე მეტად არიან დაინტერესებულები ევროკავშირის წარმომადგენლები.

🔷 როგორც გაცხადდა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება სავარაუდოდ, 2030 წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, 6-7 წლის განმავლობაში, ქვეყანა იქნება მხოლოდ კანდიდატის სტატუსის ამარა, რაც სამწუხაროდ, პრაქტიკული თავლსაზრისით ბევრის არაფრის მომტანია. კანდიდატის სტატუსი ევროკავშირისთვის არის ერთგვარი ბერკეტი, ჩაერიოს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკაში.

🔷 ის ენერგია, პრაქტიკულად, დროის 2/3 – ი, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს მოანდომა, რაც ამ ეტაპზე ფაქტობრივად და საგნობრივად, ბევრს არაფერს არ გვაძლევს, იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბრის შემდეგ, ქვეყნის ხელისუფლება მთელ ძალისხმევას სახელმწიფო ინტერსებსა და ქვეყნის აღმშენებლობით საქმიანობას მოახმარს და იმოქმედებს პრაგმატულად.

🔷 ერთის მხრივ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ არ გვინდა ომში ჩართვა და ამ დროს, ხელისუფლების გარკვეული შტოები ამბობენ, ჩვენ უნდა გავწევრიანდეთ ნატოში და რა გამოდის? … ნატოში გაწევრიანების სურვილმაც კი, დაანგრია სრულად უკრაინა.

🔷 ამერიკის შეერთებული შტატების წაქეზებითა და მხარდაჭერით წინა ხელისუფლებამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 22% -ზე კონტროლი დაგვაკარგინა და ეს 22% -ი დღესაც ოკუპირებულია. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*