საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია – ფრიდონ ინჯია

👉„საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია“, – ფრიდონ ინჯია.

🔹 საქართველოს მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ განცხადებაში, თითოეულ ქმედებაში. ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც საქართველოა, არც ერთი ქვეყნა არ იმყოფება, რადგან მოწინააღმდეგე 40 კილომეტრშია. მით უმეტეს, საქართველომ ორი ომი გამოიარა, რის შედეგად, ქვეყენამ მიიღო ის, რომ 20% ტერიტორიების არ არის საქართველოს იურისდიქციაში.

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის, უსაფრთხოების და თავდაცვის ქვეკომიტეტის დელეგაციის წევრებთან ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

🔹 „ჩვენ 30 წლის განმავლობაში ორჯერ გვქონდა დიდი ომი. 90 – იანი წლების დასაწყისში საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონ-ნახევარი იყო. ეხლა საქართველოს მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 3 მილიონ 700 ათასს. მაშინ საქართველოს ფარგლებს გარეთ 300 ათასი ადამიანი აღმოჩნდა და მას 2008 წელს კიდევ დაემატა 100 ათასამდე იძულებით გადაადგილებული პირი. ისინი გადანაწილდნენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში და დღეს უკრაინიდან ლტოლვილები აქეთ მოდიან, საქართველოში და ხელისუფლების მხრიდან ყველაფერი კეთდება მათ დასახმარებლად, რასაც ადასტურებს ბოლო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდების თვალსაზრისით“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ჩვენ კარგად ვიცით, რას ნიშნავს ომი იმიტომ, რომ ამის უშუალო მომსწრეები ვართ. აქედან გამომდინარე, ჩვენს ქვეყანას მართებს ძალიან დიდი სიფრთხილე, ყურადღება თითოეულ განცხადებაში თუ ქმედებაში. მით უმეტეს, საქართველომ ორი ომი გამოიარა რის შედეგადაც, ქვეყენამ მიიღო ის, რომ 20% ტერიტორიების არ არის საქართველოს იურისდიქციაში“, – განაცხადა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ევროპარლამენტარებთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით. როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, თუ ქვეყანას აქვს სურვილი იყოს დემოკრატიული სახელმწიფო, ასეთ ქვეყანაში სასამართლო სისტემა უნდა იყოს სამართლიანი და მაღალპროფესიული, რომელიც უნდა პასუხობდეს საერთაშორისო სტანდარტებს.

„შემთხვევითი არ იყო, რომ მოსამართლეობის 12 კანდიდატიდან, რომელიც პარლამენტმა დაამტკიცა, ჩვენ როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა, მხარი დავუჭირეთ მხოლოდ რამდენიმეს, რადგანაც ჩავთვალეთ, რომ დანარჩენი კანდიდატები ვერ პასუხობდნენ სახელმწიფოს წინაშე არსებულ გამოწვევებს“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ევროპის პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე ასევე განიხილეს, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, რაზეც ფრიდონ ინჯიამ განაცხადა, რომ საქართველოს ამ მიმართულებით დიდი გამოცდა ელის.

„ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს დიდი გამოცდა ელის. კითხვარი, რომელიც უკვე მიიღო საგარეო უწყებამ, იქნება ტესტი, თუ რა შეუძლია საქართველოს და როგორ უნდა მივიღოთ ეს გამოწვევა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*