საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ლუკ ტარდიფს და საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტს ზაქარია ხეჩუაშვილს შეხვდა

📌 საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტთან ლუკ ტარდიფთან და საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტთან ზაქარია ხეჩუაშვილთან გამართა შეხვედრა.

🔹️ 13 ივლისს საქართველოში ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის ლუკ ტარდიფის ვიზიტის ფარგლებში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რაც საქართველოში ყინულის მოედნის მშენებლობას ითვალისწინებს.

🔹️ მემორანდუმს ხელი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა, ლუკ ტარდიფმა მოაწერეს.

🔹️ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ავთანდილ ენუქიძემ, როგორც საქართველოს ყინულის ჰოკეის ეროვნული ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს ლუკ ტარდიფს მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც მან საქართველოს მიმართ სპორტის ამ კონკრეტული სახეობის განვითარების კუთხით გამოიჩინა.

🔹️ „ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის აქტიურობა შეფასებულია ძალიან მაღალ დონეზე, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვართ ის ქვეყანა, სადაც ეს სპორტი ძალიან არის განვითარებული. ამიტომ მისი ყურადღება არის ძალიან დიდი პატივი ჩვენთვის და დიდი მადლობა ამისთვის. როგორც პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, როგორც ქართველი და როგორც ჰოკეის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დიდ მადლობას ვუხდი ლუკ ტარდიფს ყველაფრისთვის“, – განაცხადა შეხვედრაზე ავთანდილ ენუქიძემ.

🔹️ „რაც შეეხება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი, იგი ასევე, გახლავთ საქართველოს ვიცე-პრემიერი და მას ამ განცხადების გაკეთების მანდატი ჰქონდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მხრიდან. საქართველოში ყველა სახის სპორტის განვითარებას დღეს ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. მე პირადად მქონდა პრემიერთან საუბარი, და ფაქტიურად გადაწყვეტილია ის, რომ ჩვენს ქვეყანაში აშენდეს ყინულის ჰოკეის მოედნები და ამ ყველაფერზე თქვენ მუშა პროცესში შეძლებთ იყოთ საქმის კურსში. მით უმეტეს, თქვენ აქეთ შემოგვთავაზეთ გვერდში დგომა და კიდევ ერთხელ დიდ მადლობას გიხდით ამისთვის“,- აღნიშნა ავთანდილ ენუქიძემ.

🔹️ თავის მხრივ, ყინულის ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა ლუკ ტარდიფმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველოში 10 წლის წინ იყო ჩამოსული იმისთვის, რომ გადადგმულიყო პირველი ნაბიჯები, და საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატზე დაეწყო თამაში.

🔹️ „10 წლის შემდეგ ძალიან დიდი წინსვლა და ცვლილებები დავინახე, რაც ძალიან მიხარია. ამ 10 წლის განმავლობაში სისტემური ცვლილებებია განხორციელებული, შექმნილია სპორტის ამ სახეობის სისტემა, რაც მანამდე არ არსებობდა“, -განაცხადა შეხვედრაზე ლუკ ტარდიფმა.

🔹️ ლუკ ტარდიფის თქმით, ის ხედავს, რომ ქართველებში არის ხასიათი, რომელიც ძალისმიერი და გუნდური სპორტის სახეობებისთვისაა საჭირო და მიაჩნია, რომ საქართველო ჰოკეიშიც იქნება ისეთივე წარმატებული, როგორიც რაგბში ან კალათბურთშია.

🔹️ „მოხარული ვარ, რომ ჰოკეის ყინულის მოედანი აშენდება საქართველოში. ახლა საქართველოსთვის საჭიროა მეორე ეტაპის დაწყება ჰოკეის განვითარების კუთხით. უნდა დაიწყოს ახალი თაობის გაზრდა და ამისთვის ინფრასტრუქტურის შექმნაა საჭირო. მე ვისურვებდი გარკვეული წლების შემდეგ საქართველომ ტოპ-დივიზიონში ითამაშოს. გაჩნდება ახალგაზრდული გუნდები, ქალთა გუნდები… მიმაჩნია, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან კარგი კონცეფცია აქვს, კერძოდ სპორტის ბევრი სახეობის სასახლეები თავმოყრილი იქნება ერთ ტერიტორიაზე, მათ შორის ყინულის მოედანიც. ის პროექტები, რაც მოვისმინე ბათუმში, თბილისში, ბაკურიანში ეს იქნება მეორე ეტაპისთვის ნახტომის დასაწყისი, რომელის საქართველოს სჭირდება, და მე ყველანაირად ხელს შეგიწყობთ ამ ყველაფრის განხორციელებაში“, – განაცხადა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტმა.

🔹️ მისი თქმით, სავსებით რეალისტურია 2-3 წელიწადში, როდესაც დასრულდება ინფრასტრუქტურის მშენებლობა, საქართველოში ჩატარდეს მსოფლიო ჩემპიონატი ყინულის ჰოკეიში, რადგან საქართველოს მსოფლიო დონის ჩემპიონატების გამართვის კარგი გამოცდილება აქვს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*