საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს წინასწარ დაგეგმილი უწოდა და მიმართა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს სიფრთხილე გამოიჩინონ ამ საკითხზე განცხადებების გაკეთებისას

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს წინასწარ დაგეგმილი უწოდა და მიმართა ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს სიფრთხილე გამოიჩინონ განცხადებების გაკეთებისას.

🔷 „ეს ომი, ალბათ, წინასწარ დაგეგმილი იყო, და ძალიან რთულია გაერკვე იმაში, თუ რა ხდება დღეს რეალურად ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ პატარა სახელმწიფო ვართ და უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ნუ გავაკეთებთ ისეთ განცხადებებს, რომელიც საზიანო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.

🔷 ეს ჩვენი ომი არ არის. რა თქმა უნდა ვწუხვართ, იმ უბედურებაზე, რაც მოხდა ისრაელში. უპრეცედენტოა ის, რაც ჩვენ ვიხილეთ. დაიღუპა ოჯახები, სიცოცხლეს გამოასალმეს ათასობით ადამიანი. ძალიან გთხოვთ, თავი შევიკავოთ დაუფიქრებელი განცხადებებისგან. რა თქმა უნდა, თუ შეგვიძლია, დავეხმაროთ ჰუმანიტარული სახით. თუმცა იქ რაც ხდება, იმდენად აღემატება ჩვენს შესაძლებლობებს, რომ რაიმე ზემოქმედებას ვერ მოვახდენთ მოვლენებზე. ეს ძალიან საფრთხილო საკითხია.

🔷 ეს ომი შორს არის ჩვენგან და კიდევ კარგი, რომ მეზობლად არ არის. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე გვჭირდება, რომ არ აღმოვჩნდეთ ისეთ მდგომარეობაში, რამაც შეიძლება ზემოქმედება იქონიოს ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარებაზე“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*