საკითხის მოუმზადებლობის გამო, ფრიდონ ინჯიამ SEPA-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული კანონპროექტების დღის წესრიგიდან მოხსნა მოითხოვა

🔹 საქართველოს პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც დაჩქარებული წესით განიხილებოდა ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ დღის წესრიგიდან აღნიშნული საკითხის მოხსნა მოითხოვა, რადგან მისი განაცხადებით, წარმოდგენილი მასალა ძალიან მოცულობითია, და მისი ასეთ მოკლე დროში აღქმა და გააზრება ძალიან რთულია. ასეთი მნიშვნელოვანი კანონპროექტები, ფრიდონ ინჯიას თქმით, სიღრმისეულ განხილვას და შესწავლას მოითხოვს.

🔹 დეპუტატმა კითხვები დაუსვა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტს არჩილ მესტვირიშვილს, რომელმაც აღნიშნა, რომ საქართველო SEPA-ს წევრობაზე განაცხადის გაკეთებას ნოემბერში – ორგანიზაციის სხდომისთვის გეგმავს.

🔹 როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს საბანკო სისტემისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, მაგრამ ეს უნდა ემსახურებოდეს , პირველ რიგში, ქვეყნის გაძლიერებას, ემიგრანტების დაბრუნებასა და კეთილდღეობას.

🔹 “ეს გადასვლა რამდენად მიმზიდველს გახდის სხვა ქვეყნებისთვის ჩვენს საბანკო სისტემას? საქართველომ უნდა დაიკავოს თავისი ადგილი. შვეიცარიის მაგალითის საფუძველზე, ჩვენც უნდა ვეცადოთ, რომ თუნდაც ჩვენს სამეზობლოში საქართველოს საბანკო სისტემა იყოს მიმზიდველი. ეს ჩემი ხედვა რამდენად გათვალისწინებულია ამ კანონპროექტში”?

🔹 “მოუკითხავ დეპოზიტებზე მინდოდა დამეზუსტებინა, სანამ ისინი სახელმწიფო საკუთრებაში გადავა, რა პროცედურები იქნება განხორციელებული, იქნება თუ არა მოძიებული ნათესავები, მემკვიდრეები, ასევე რამდენად გამართლებულია 10 წლიანი პერიოდის განსაზღვრა, რით არის ეს დასაბუთებული, რატომ არა 15 ან 20 წელი”?

🔹 “საბანკო საქმიანობის შესახებ კანონის მე-3 მუხლის გ ქვეპუნქტში წერია, რომ ეროვნული ბანიკის მიერ საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაიცემა თუ „მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერები აკმაყოფილებენ ამ კანონით და კომერციული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს“.

🔹 “მე მაინტერესებს, ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით რამდენად დაცული იქნება მეწარმის, აქციონერის უფლებები. თავის მხრივ, ეროვნულ ბანკს შეუძლია ნებისმიერი აქტი მიიღოს, რომელიც შებოჭავს ყველას”.

🔹 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარმოდგენილი კანონპროექტებით მოხდება ახლებური მოწესრიგება ისეთი საკითხების, როგორიცაა: მომხმარებლის ანგარიშების მართვა, ტრანზაქციები, გადარიცხვები, ასევე ფინანსური სფეროს რეგულირებასთან დაკავშირებული პროტოკოლების, წესებისა და პროცედურების.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*