საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის ევროპელი სოციალისტების თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა წარმართონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდა კანონშემოქმედებითი საქმიანობა წარმართონ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერსებიდან გამომდინარე.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში, მიმოიხილა გასული წლის ყველაზე აქტუალური პოლიტიკური თემები, რასაც წინ უძღოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მოხსენება 2022 წელს პარლამენტის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.

🔴 ფრიდონ ინჯიამ ხაზი გაუსვა ევროკავშირის „ხელოვნურად მოგონილ და შემუშავებულ“ 12 პუნქტიან მოთხოვნას, რომელიც პრაქტიკულად, გახლდათ 2022 წლის პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხი. პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე თვლის, რომ ამ საკითხებზე მუშაობა დროის ტყუილად კარგვაა და უმჯობესია ქვეყნის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს ისეთი მნიშვნელოვანი კანონები, რომლებიც ქვეყანაში გააუმჯობესებს ეკონომიკურ თუ სოციალურ მდგომარეობას, რომელიც შექმნის საფუძველს და გარანტიას მოქალაქეებს ჰქონდეთ სტაბილური და ნორმალური ცხოვრების პირობები.

🔴 დეპუტატმა ასევე, ყურადღება გაამახვილა სახელმწიფოსთვის ისეთ ფუნდამენტურ და პრინციპულ საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნის ისტორიის, ტრადიციებისა თუ ადათ-წესების შენარჩუნება, რაზედაც დგას სახელმწიფო და რაც ძირითადი ხერხემალია ქვეყნის იდენტობის შესანარჩუნებლად.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*