“ის საწარმოები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებია, არ უნდა იყოს წამგებიანი” – ფრიდონ ინჯია

18.02.22

🔹 „ის საწარმოები, რომლებიც სახელმწიფო საწარმოებია, არ უნდა იყოს წამგებიანი“. ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებმა საქართველოს ფინანსთა მინიტრს ლაშა ხუციშვილს მოუსმინეს.

🔹 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, გამორიცხული უნდა იყოს, რომ სახელმწიფოში სადაც ფინანსთა სამინისტროა, მის დაქვემდებარებაში იყოს შემოსავლების სამსახური და საწარმოები იყოს წამგებიანი.

„ეს უნდა იყოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სახელმწიფოსთვის, და თუ საჭიროა ამისთვის გამოძიება, ამაზე უნდა იმსჯელოს პარლამენტმა ფინანსთა სამინიტროსთან ერთად. სახელმწიფო საწარმოების ხელმძღვანელებმა, რომელთა საქმიანობის შედეგად სახელმწიფო ასეულ მილიონობით ზარალს განიცდის, თანამდებობები უნდა დატოვონ. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო საწარმოში არის ბევრი აიპი, და არ მგონია რომ ეს აიპები იყოს წამგებიანი“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹როგორც პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ აღნიშნა, რკინიგზიდან სახელმწიფომ მიიღო 630 მილიონის ზარალი, ხოლო წყალმომარაგების კომპანიიდან ზარალმა შეადგინა 205 მილიონი ლარი.

🔹 მისი თქმით, პლენარულ სხდომაზე ფინანსთა მინისტრის მხრიდან, გაჟღერდა ინფორმაცია, რომ თითქოსდა, ასეთი ტიპის საწარმოებში კაპიტალური ხარჯები სახელმწიფომ უნდა გაიღოს.

🔹 „ესე იგი, წამგებიან საწარმოს კაპიტალური ხარჯები უნდა გადაუხადოს სახელმწიფომ ბიუჯეტიდან. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ ეს საწარმო არის წამგებიანი. მიმაჩნია, რომ მსგავსი რამ უნდა იყოს გამორიცხული“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*