სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა სახელმწიფოს ხელში როდესაც იქნება, საქართველოში ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა – ფრიდონ ინჯია

👉 „სტრატეგიული ობიექტების მფლობელობა და მართვა სახელმწიფოს ხელში როდესაც იქნება, საქართველოში ინვესტიციები უფრო გაბედულად შემოვა“ – ფრიდონ ინჯია.

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელის სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია მიესალმება საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომლის მშენებლობა მოხდება სახელმწიფოს თანამონაწილეობით, სადაც 51%- ი საკონტროლო პაკეტის მფლობელი სწორედ სახელმწიფო იქნება.

🔹 „ჩვენი პოლიტიკური ჯგუფი არ არის უმრავლესობაში, მაგრამ როგორ არ უნდა გაგიხარდეს ის გადაწყვეტილება, რასაც ხელისუფლება იღებს. ეს ეხება ანაკლიის პორტს, ნამახვან ჰესს. ჩვენ ამ ტრიბუნიდან მრავალჯერ დაგვისვამს საკითხი იმის შესახებ, რომ ყველა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი, რომელიც საქართველოშია, და არც ისე ბევრი დარჩა, უნდა იყოს სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ. თუ სრულად არა, 51 -ი % მაინც უნდა იყოს სახელმწიფოს მმართველობის ქვეშ.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

🔹 „გავიხსენოთ პერიპეტიები, რაც ნამახვან ჰესთან დაკავშირებით იყო საქართველოში. საქართვლოს ხელისუფლება რომ ყოფილიყო ნამახვან ჰესის 51 % – ი საკონტროლო პაკეტის მფლობელი, მაშინ ეს ყველაფერი იქ არ მოხდებოდა.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

დეპუტატის განცხადებით, საბანკო სექტორში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით მისი მხრიდან, საპარლამენტო ტრიბუნიდან, არაერთი განცხადება გაკეთდა, სადაც კომერციული ბანკების კოლოსალურ მოგებაზე იყო საუბარი.

🔹 „ჩვენ ამ ტრიბუნიდან არაერთხელ გვისაუბრია კომერციულ ბანკებთან დაკავშირებით. ბოლო ინფორმაციით, მათ მოგება 2 მილიარდამდე აქვთ. ეხლა წარმოიდგინეთ საბანკო სექტორში სახელმწიფოს წილი რომ იყოს თუნდაც 50% – ი, რა რაოდენობის მოგება შევიდოდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ერთი მილიარდი მოგება ხომ დარჩებოდა სახელმწიფოს?!“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა „ევროპელი სოციალისტების“ ინიციატივა, ქვეყანაში შეიქმნას ერთი სახელმწიფო საინვესტიციო, კომერციული ბანკი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავალსა და მოგებას გაზრდის და ასევე, მოსახლეობისთვის იქნება გარკვეული შეღავათი საკრედიტო რესურსების სარგებლობის თვალსაზრისით.

🔹 „გადავხედოთ თუ რა მიდგომა აქვს სტრატეგიული ობიექტების მიმართ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ხელისუფლებას, სადაც ძირითადი სახელმწიფო მნივშენლობის ობიექტები სახელმწიფოს ხელშია, ან მათი კონტროლის ქვეშაა. აქედან გამომდინარე, ყველაფერი ნათლად ჩანს, თუ რა ტემპით მიდის წინ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 დეპუტატმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდა სახელმწიფოს, მეზობელი ქვეყნიდან შემოეტანა მედიკამენტები ხელმისაწვდომ ფასად.

🔹 „მიუხედავად ამ დადებითი გადაწყვეტილებისა, ჩვენ მაინც ხაზს ვუსვამთ, რომ სახელმწიფოში უნდა შეიქმნას ერთი მაინც, ფარმაცევტული საწარმო, რომელიც აუცილებელი და პირველადი დანიშნულების მედიკამენტების წარმოებას განახორციელებს. ეს კი, მოსახლეობის იმ ფენას მისცემს შეღავათს, რომელსაც ძალიან სჭირდება სასიცოცხლო მნიშვნელობის მედიკამენტები დაბალ ფასებში.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*