უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე

📍„უცხოეთში მცხოვრობი ქართული დიასპორა არის საქართველოს ინტელექტუალური, დემოგრაფიული და ფინანსური სიმდიდრე“

🔹 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მიგრაციისა და თანამედროვე მიგრაციული პროცესების შესახებ იმსჯელეს.

🔹 კომიტეტის სხდომაზე, მიგრაციული კვლევები და დიასპორული ინვესტიციების მოზიდვა – განხორციელების ხელშეწყობის შესახებ ინფორმაცია წარმოადგინა მომხსენებელმა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) პროგრამის კოორდინატორმა – ნათია კვიციანმა.

🔹 ფრიდონ ინჯია თვლის, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია საზღვარგარეთ სხავადასხვა ქვეყნებში არსებული დიასპორის სისტემატიზაცია – ანალიზი, მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

🔹 „ერთი მილიონამდე საქართველოს მოქალაქე არის რუსეთში, ალბათ სხვა ქვეყნებში იქნებიან კიდევ დაახლოებით 500 ათასი. აი, დანარჩენი სად დაგვეკარგა? ეს საინტერესოა და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ ასეთი მოძიება ქართველების, ქართველების გვარის ძალიან მნიშვნელოვანია. მიმაჩნია, რომ არის აუცილებლი მათი სისტემატიზაცია. თუ რას აკეთებენ ისინი, რა ბიზნესი აქვთ, სად ცხოვრობენ? ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მოხდეს ანალიზი, თუ რაში შეიძლება გამოვიყენოთ ჩვენ მათი შესაძლებლობები. რა მაქვს მხედველობაში და საითკენ მივდივარ? ყველა ადამიანი, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ არის ჩვენი სიმდიდრე. ძალიან კარგი იქნებოდა, რომ ამ ფაილებში ყოფილიყო ანალიზი ქვეყნების მიხედვით. მე მხედველობაში მაქვს ის, რომ მათი ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ქვეყანაში. გამოვიყენოთ მათი კაპიტალი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔹 „ქართველებს ჩვენ ძალიან გვჭირდება, რომ როგორმე ფეხზე დავდგეთ. კვლავ იმ დიასპორით, მათი საქმეებით, ექიმებით, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებით და ძალიან კარგი იქნებოდა თუკი, ამ ფაილებში იქნებოდა სისტემატიზირებული ინფორმაციები ქვეყნების მიხედვით. ეს იქნებოდა ძალიან საინტერესო“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, აუცილებელია, კომიტეტთან ერთად მაქსიმალური მუშაობა დიასპორის მოზიდვის მიმართულებით.

🔹 ფრიდონ ინჯიამ იმედი გამოთქვა, რომ დიასპორის კომიტეტის მხრიდან ეს საკითხი მხარდაჭერილი იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*