ფრიდონ ინჯიამ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ოფიცალური ვიზიტისას, „ქართული ხმა ევროპარლამენტში“ ღონისძიების ფარგლებში გამართა არაერთი მნიშნელოვანი მაღალი დონის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, სადაც დეპუტატმა ევროპარლამენტარებს მიაწოდა სამართლიანი და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებ

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფისა და პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ბრიუსელში, ევროპარლამენტში ოფიცალური ვიზიტისას, „ქართული ხმა ევროპარლამენტში“ ღონისძიების ფარგლებში გამართა არაერთი მნიშნელოვანი მაღალი დონის შეხვედრა ევროპარლამენტარებთან, სადაც დეპუტატმა ევროპარლამენტარებს მიაწოდა სამართლიანი და მიუკერძოებელი ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულების შესახებ.

🔷 ევრო დეპუტატებთან, მემარცხენე ფრთის წარმომადგენლებთან მიკ ვოლასთან და კლერ დეილისთან შეხვედრაზე მოხდა შეთანხმება მჭიდრო და ყოვლისმომცველ გრძელვადიან ურთიერთთანამშრომლობაზე ორ პოლიტიკურ ძალას შორის.

🔷 „მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია იმ კონცეფციისა და მიდგომის გაზიარება ევროკავშირის მმართველი რგოლების მხრიდან, რაზეც საუბრობენ ჩვენი პარტნიორი ევრო დეპუტატები. ევროკავშირმა უნდა განახორციელოს მთავრი პრინციპი, პარტნიორი ქვეყნების კონსტიტუციისადმი პატივისცემა, დემოკრატიული და სამართლიანი მიდგომა იმ სახელმწიფოებისადმი, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირის წევრობისკენ“, – აღნიშნა შეხვედრაზე ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ვიზიტის ფარგლებში დეპუტატმა შეხვედრა გამართა ევროპარლამენტარ ჰელმუტ შოლცთან , რომელიც გახლავთ სამგზის ევროპარლამენტარი მემარცხენე ჯგუფის წარმომადგენლი გერმანიიდან; საკონსტიტუციო საკითხთა კომიტეტის ერთერთი ხელმძღვანელი ევროპარლამენტში.

🔷 „ჰელმუტ შოლცთან შეხვედრა შედგა მისივე ინიციატივით. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს შორის გაიმართა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა და გამოითქვა სურვილი სამომავლო მჭიდრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ. მან ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა მისი და მისი პოლიტიკური ჯგუფის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ევროპარლამენტში ევროკავშირ-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის ერთერთი ხელმძღვანელთან მარია კალიურანდთან გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ასევე მისი ინიციატივით შედგა, როგორც ფრიდონ ინჯიამ აღნიშნა, იყო ძალიან პრინციპული და საკმაოდ მწვავე საუბარი საქართველოში მიმდინარე აქტუალურ პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით.

🔷 „სამწუხაროდ, შეხვედრაზე ადგილი ჰქონდა საკმაოდ უარგუმენტო და ბევრ შემთხვევაში, ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულ მოსაზრებებსა და მსჯელობებს, რაზეც ჩვენი მხრიდან დავუპირისპირეთ საკმაოდ მყარი არგუმენტები და ფაქტები, იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო ნამდვილად იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების ობიექტურად და მიუკერძოებლად შეფასებას ევროპარლამენტარებისა და ევროსტრუქტურების მხრიდან“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 ვიზიტის ფარგლებში ევროპარლამენტში ევრო დეპუტატებისა და ფრიდონ ინჯიას მონაწილეობით ერთობლივი პრეს-კონფერენცია გაიმართა, სადაც მოწვეულები იყვნენ ევროპის პარლამენტში აკრედიტირებული მედიასაშუალებები.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*