ფრიდონ ინჯიამ თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიური მისიების საქმიანობა შეაფასა

📍 ფრიდონ ინჯიამ თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში დიპლომატიური მისიების საქმიანობა შეაფასა.

📍 საქართველოს პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მწუხარება გამოთქვა თურქეთში მიწისძვრის შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო და მადლობა გადაუხადა თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს გიორგი ჯანჯღავას, რომლის საქმიანობაც, დეპუტატის თქმით, სამაგალითოა და იგი თურქეთში მოღვაწე ათი ათასობით საქართველოს მოქალაქის გვერდში დგას ჭირსა თუ ლხინში.

🔸 „მოგესალმებით კოლეგებო, მეც ვუერთდები იმ მწუხარებას, რასაც თურქი ხალხი განიცდის დღეს. მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ელჩისა და დიპლომატიური კორპუსის მუშაობას თურქეთში და პირადად გიორგი ჯანჯღავას ჩემი პარტიის სახელით გადავუხადო მადლობა, რომელიც ათი ათასობით ქართველის გვერდში დგას ჭირსა, თუ ლხინში. იგი აწყობს სხავადასხვა კულტურულ ღონისძიებებსა და ბიზნეს შეხვედრებს. გიორგი ჯანჯღავა მოქმედებს საქართველოს სახელით და იგი ხიდია ჩვენს ხელისუფლებასა და თურქეთის ხელისუფლებას შორის. ის გვერდში უდგას თურქეთში ქართულ დიასპორას და მისი საქმიანობა მართლაც, რომ სამაგალითოა“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ, პარალელი გაავლო რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის გიორგი ქაჯაიასა და კონსულის სოზარ კვინჩიას საქმიანობასთან, რომლებიც დეპუტატის თქმით, ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, უფრო მეტიც, გაუგებარია, რისთვის არიან და საერთოდ ვის დავალებებს ასრულებენ ისინი და რამდენად გვერდში უდგანან იმ მილიონიან დიასპორას, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკურ წინსვლაში.

🔴 „მე პარალელი მინდა გავავლო, რუსეთის ფედერაციასთან, სადაც ერთ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომელთაც დიდი წვლილი შეაქვთ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობა მოწადინებული უნდა იყოს ჩვენი თანამემამულეების დახმარებით, მათთან გვერდში დგომაზე. ამ დროს კი, ხდება პირიქით. მათთან შეუძლებელია დარეკვა და თუ დარეკავ და მიღებაზე ჩაეწერები, შეიძლება შეურაცხყოფაც მოგაყენონ. არ ვიცი რისთვის არიან ისინი იქ. ალბათ, რაღაც დავალებებს ასრულებენ და გაუგებარია ვის დავალებებს“.

🔴 „საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობა უნდა იყოს ხიდი რუსეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებსა და საქართვლოს შორის. იმ ერთ მილიონ ხალხთან, რომელთაც ერთი მილიონზე მეტი ნათესაობა ჰყავთ საქართველოში. ისინი ასევე, უნდა ეხმარებოდნენ ქართულ დიასპორას რუსეთის ფედერაციაში“.

🔴 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, დღეს რეალურად, საქართველოს ინტერსების სექციის ხელმძღვანელობის მოვალეობას ასრულებს რუსეთის ფედერაციაში ქართული დიასპორა და მისი ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე.

🔴 „მათ მოვალეობას დღეს ასრულებს ქართული დიასპორა და მისი ხელმძღვანელი დავით ცეცხლაძე, რომელმაც მთელ რუსეთის ფედერაციაში დიასპორა შეკრიბა. ჩაატარა ორი ყრილობა. მოაწყო კონცერტები, გამოფენები და ის ნამდვილ ქართულ საქმეს აკეთებს. ის დღეს არის მართლაც, რომ საქართველოს წარმომადგენლობა რუსეთში და საკონსულოს მოვალეობას ასრულებს.“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔴 დეპუტატი მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტრო უნდა დაინტერესდეს რუსეთის ფედერაციაში საქართველოს ინტერსების სექციის საქმიანობით.

🔴 „ვფიქრობ, გასარკვევია, რას აკეთებენ ისინი. ისინი როგორც ცალკე სამეფოსავით არიან. კაციშვილი არ აკონტროლებს მათ საქმიანობას. ხელისუფლება იქ არ ჩადის. ჩვენ არ გვაქვს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა. რასაც უნდა იმას აკეთებენ. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ საგარეო საქმეთა სამინიტრო, რომელიც აქტიურად მუშაობს და გვერდში უდგას თავის თანამემამულეებს, გინდაც თურქეთი რომ ავიღოთ მაგალითად, ამ საკითხითაც უნდა დაინტერესდეს. რა გახდა ეს, ორი ქაჯაია და კვინჩია, მოგვჭრეს თავი მსოფლიოს მასშტაბით.“ – დასძინა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*