ფრიდონ ინჯიამ ისტორიის გადაწერა უწოდა პარლამენტის რეფორმების ჯგუფის საკანონმდებლო ინიციატივას საქართველოს შრომის კოდექსში ცვლილებების თაობაზე, რომელიც ფაშიზმზე გამარჯვების დღედ ნაცვლად 9 მაისისა 8 მაისის დაწესებას და მის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს

🔷საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ისტორიის გადაწერა უწოდა პარლამენტის „რეფორმების ჯგუფის“ საკანონმდებლო ინიციატივას „საქართველოს შრომის კოდექსში“ ცვლილებების თაობაზე, რომელიც „ფაშიზმზე გამარჯვების დღედ“, ნაცვლად 9 მაისისა, 8 მაისის დაწესებას და მის უქმე დღედ გამოცხადებას გულისხმობს.

🔷 „მე მიმაჩნია, რომ ეს არის ისტორიის გადაწერა. საქართველოში 9 მაისი ნამდვილი დღესასწაულია. რაც შეეხება ევროპას, მთელი ევროპა მაშინ ჩვენ გვეომებოდა, ჩვენს ოჯახებს ეომებოდა და ამ ომში მაშინ საქართველოდან 350 ათასი ადამიანი დაიღუპა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ არანაკლები სისხლი გაიღო ამ ომში. 9 მაისს აღნიშნავს ისრაელი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომში ყველაზე დიდი დარტყმა მიიღო. მრავალი ქვეყანაა კიდევ ასეთი.

🔷 მიმაჩნია, რომ ეს არის გახლეჩვა, დაპირისპირება… რატომ გვინდა ჩვენ, რომ ისტორია გადავწეროთ?! მე არა მგონია, რომ ეს იყოს სწორი გადაწყვეტილება. 9 მაისის დღესასწაულზე გაიზარდა ხალხი და ეს დღე უცებ გახდა 8 მაისი. გაუგებარია ეს ჩემთვის. ისტორიული ფაქტები უნდა დარჩეს ისტორიულ ფაქტებად“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*