ფრიდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას დაინტერესდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით და მათი დაფინანსების წყაროებით

🔸 ფრიდონ ინჯიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას დაინტერესდნენ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობით და მათი დაფინანსების წყაროებით.

🔸 ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გააკეთა.

🔸 „არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ კანონპროექტის მიღების აუცილებლობის შესახებ, მე განცხადება პარლამენტის ტრიბუნიდან გავაკეთე გასული წლის 23 ივნისს, როცა უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში წლიური მოხსენებით მობრძანებული იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მე გამოვთქვი ინიციატივა იმის შესახებ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებთან მიმართებაში პარლამენტს მიეღო კანონი.

🔸 მინდა ხაზი გავუსვა, რომ ის საკითხები და თემების ჩამონათვალი, რომელზეც მე ჩემს გამოსვლაში გავამახვილე ყურადღება, „ხალხის ძალის“ მიერ წარმოდგენილ კანონპროექტში ( “უცხოური გავლენის გამჭვირვალეობის შესახებ” კანონის პროექტი) არ არის ასახული და ვიმედოვნებ, რომ მეორე მოსმენისას, გათვალისწინებული იქნება.

🔸 ჩემს გამოსვლაში ძირითადი ყურადღება გამახვილებული მქონდა შემდეგ საკითხებზე:
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა დაფინანსება მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატებიდან 88 მილიონი იყო, ძირითადად, აკეთებდნენ პოლიტიკურ განცხადებებს და მოქმედებდნენ როგორც პოლიტიკური პარტიები. მათ უკვე შექმნილი ჰქონდათ სტრუქტურები როგორც პოლიტიკურ პარტიებს. ამიტომ, მე ჯერ კიდევ გასული წლის 23 ივნისს მიმაჩნდა, რომ მისაღებია შესაბამისი კანონი, რომელიც თავის ჩარჩოში ჩასვამდა ამ ორგანიზაციების საქმიანობას და ამის შესახებ მე მივმართე როგორც მთავრობას, ასევე, საპარლამენტო უმრავლესობას.

🔸 უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენი სახელმწიფო აფინანსებს სხვადასხვა ორგანიზაციებს, ეს იქნება სახელმწიფო ორგანიზაციები თუ სხვა. დღეს კი, ჩვენ გვევლინება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც სხვა სახელმწიფო აფინანსებს და რატომ აფინანსებს? იმიტომ, რომ იმ ქვეყნის ინტერსებში შედის ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის საინტერესო თემებსა, თუ საკითხებს ახმოვანებენ ჩვენთან.

🔸 ეხლა მე მაინტერესებს, რამდენად ემთხვევა სხვა ქვეყნის სახელმწიფოების ინტერესები ჩემი ქვეყნის ინტერესებს? თუ ეს ერთია, მაშინ ჩვენმა სახელმწიფომ დააფინანსოს ასეთი ორგანიზაციები, ხოლო თუკი, არასამთავრობოებს, რომლებიც დღეს საქართველოში მუშაობენ, 80-90% -ით უცხო ქვეყანა უხდის თანხებს, მაინტერესებს, რომელი ქვეყნაა ეს და რა ინტერსები აქვს მას საქართველოსთან მიმართებაში. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია.

🔸 რაც შეეხება, შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი არის ძალიან რბილი, თუ, ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელიც მსოფლიოსთვის მისაბაძი ქვეყანაა, არსებობს ასეთი კანონპროექტი, მაშინ მივიღოთ ზუსტად ისეთივე კანონი. კვლავ მიდის კოჰაბიტაცია?… რას ვეფერებით..? თუ სახელმწიფოს ინტერსებით ვმოქმედებთ, სახელმწიფოს ინტერესები ბოლომდე უნდა იყოს გატარებული და არა ნახევრად. ნახევრად გაკეთებული საქმე არ გამოდგება.

🔸 თუ კანონში გასამკაცრებელია გარკვეული საკითხები, იგი უნდა გამკაცრდეს. ბოლო 30 წლის განმავლობაში ეს ორგანიზაციები იმას აკეთებდნენ, რაც უნდოდათ, და მათ თავიანთ საქმიანობაში ჰქონდათ სრული თავისუფლება და ძალაუფლება. ლამის, თანამდებობის პირებს, მინისტრებისა და სახალხო დამცველების დონეზე ნიშნავდნენ და ასევე, მრავალი სხვა. ამიტომ საკმარისია.

🔸 თუ ჩვენ გვინდა გვქონდეს დამოუკიდებელი ქვეყანა, სადაც დაცული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესები, აბსოლუტურად ყველა კანონში მაქსიმალურად უნდა იყოს გათვალისწინებული საქართველოს ინტერსები.

🔸 კანონპროექტის ინიციატორებს, კარგი იქებოდა გადაეხედათ იმ საკითხებისთვის, რომლებიც მე მქონდა ჩამონათვალში გაკეთებული. კარგია, რომ 8 თვის შემდეგ მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ასეთი კანონის მიღება აუცილებელია“.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*