ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ იგი არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი და რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკას მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა განსაზღვრავს

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეახსენა, რომ ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღარ არის და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა.

🔹 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რიგგარეშე სხდომაზე უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა, სადაც მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პარლამენტმა არ გამოთქვა სურვილი, მოესმინა ინფორმაცია მისი შეხვედრების შესახებ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

🔹 „პრეზიდენტმა გამოთქვა უკმაყოფილება, რომ მას ჰქონდა სურვილი, პარლამენტს მოესმინა მისი მოგზაურობების შესახებ, მაგრამ ქალბატონ პრეზიდენტს უნდა შევახსენო, რომ ის იყო საგარეო საქმეთა მინისტრი, მაგრამ დღეს ის არ არის საგარეო საქმეთა მინისტრი, და ქვეყნის საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს მხოლოდ პარლამენტი და მთავრობა და მას როგორც პრეზიდენტს, ქვეყნის კონსტიტუციიდან გამომდინარე, საგარეო პოლიტიკასთან შეხება არ აქვს“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 მისი თქმით, თუკი პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობების საკითხებს მაინც განიხილავს საზღვარგარეთ მისი გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთ შემთხვევაში, ის უნდა შეუთანხმდეს პარლამენტს, მთავრობას, მას ვინც განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას.

🔹 „ასეთი შეხვედრების დროს დღის წესრიგში დგება გარკვეული საკითხები, რომელიც გადაჭრას მოითხოვს, და ასეთ დროს პრეზიდენტს არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს გადაწყვეტილებები. და ეს კი, ვფიქრობ ზიანს აყენებს ქვეყანას. ამიტომ, თუ ეს იქნება შეთანხმებული შესაბამის ინსტიტუტებთან, რომელსაც ეხება საგარეო პოლიტიკის განსაზღვრა, მაშინ უფრო ქმედითუნარიანი იქნება პრეზიდენტის ევროპაში თუ ამერიკაში მოგზაურობები, სწორედ, მაშინ იქნება სრული თანხვედრა“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*