ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“, ასევე, „საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინა.

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებთან დაკავშირებით, რომელიც „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“, ასევე, „საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, საკუთარი წინადადებები და რეკომენდაციები წარმოადგინა.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, ცვლილებები კანონში არის დროული, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ დაგვიანებულიც კი, რადგანაც წარმოდგენილი ცვლილებები მთლიანად და სრულყოფილად არ მოიცავს იმ პრობლემას, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე დგას. აქედან გამომდინარე, აუცილებელი და მნიშვნელოვანია საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა.

🔷 „საზოგადოებას უნდა სიმშვიდე და ნორმალური ცხოვრების პირობები. ამიტომ მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებებით ამ მიმართულებით რაღაც ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ სწორი იქნებოდა, რომ ამ პრობლემისადმი მიდგომა ყოფილიყო კომპლექსური.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ კანონპროექტში ასახული უნდა იყოს ცილისწამების შესახებ მუხლი, რაც დღევანდელ რეალობაში საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს და საკითხი გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევას მოითხოვს.

🔷 ამასთან, დეპუტატის აზრით, მნიშვნელოვანია კანონში გამკაცრდეს მუხლი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც ბოლო პერიოდში ძალიან მოხშირებულია და მასზე არ ხდება სათანადო რეაგირება.

🔷 „მიმაჩნია, რომ წარმოდგენილ კანონპროექტში უნდა ასახულიყო მუხლი ცილისწამებასთან დაკავშირებით. ასევე, უნდა გამკაცრდეს საკითხი სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიმართ შეურაცხყოფის შესახებ, რადგანაც ბოლო პერიოდში გვაქვს უამრავი ამის ფაქტი და იშვიათი გამონაკლისის გარდა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიმართ შეურაცხყოფის ფაქტზე პრაქტიკულად, არავინ ისჯება, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია და ვფიქრობ, რომ სამართალდამცავის ერთი შენიშვნაც კი, მოქალაქისადმი, საკმარისი უნდა იყოს. ამიტომ ამ მხრივ კანონის გამკაცრებას ვუჭერ მხარს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ კომიტეტის სხდომაზე ყურადღება გაამახვილა საკანონმდებლო ორგანოს შენობის გარე პერიმეტრზე სამუშაო საათების პერიოდში, გახშირებული აქციების ფაქტებზე, რა დროსაც, აქციის მონაწილეები სასტვენებით, დასარტყმელი ინსტრუმენტებით, მეგაფონებით სკანდირებენ, რაც პარლამენტის ნორმალურ მუშაობას ხელს უშლის.

🔷 „დამეთანხმებით, და მოწმეები ვართ, სამუშაო საათების დროს, პარალმენტის შენობის გარე პერიმეტრზე აქციებისას არის ხმაური, ყვირილი, სტვენა, რა დროსაც შეუძლებელია ნორმალურმა ორგანიზაციამ ნორმალურად იმუშაოს. ამიტომ ეს ნაწილიც უნდა იყოს კანონპრექტში გათვალისწინებული. მოქმედი კანონის მიხედვით საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა 500 ლარის ოდენობით, მაშინ, როდესაც მსგავსი აქციებისთვის თუ აქტივობებისთვის იხარჯება ათეული მილიონი და ვინც არღვევს კანონს ის იმ 500 ლარსაც არ იხდის. მიმაჩნია, რომ ასევე, არ არის საკმარისი 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა, რასაც დღევანდელი კანონი ითვალისწინებს, რაც პრაქტიკაში არც კი გამოიყენება. ამიტომ ვთვლი, რომ 500 ლარიანი ჯარიმა და 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა, შეუსაბამოდ მცირეა ჩადენილი ქმედებისთვის. აღნიშნული ქმედება სულ მცირე 30 დღემდე პატიმრობას უნდა ითვალისწინებდეს“. – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 დეპუტატის აზრით, ასევე, აუცილებელია აქციის ორგანიზატორთა ცნების სწორი განსაზღვრა და ამ საკითხის საკანომდებლო დონეზე გადაწყვეტა, რადგანაც ეს საკითხი იმდენად ბუნდოვანია, რომ დღევანდელი რეალობით პრაქტიკულად, შეუძლებელია დადგინდეს ვინ იყო ამა თუ იმ აქციის ორგანიზატორი.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანო უნდა იყოს ორიენტირებული ხალხის ინტერესების დაცვაზე.

🔷 „ისევ და ისევ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე, უნდა ვიმსჯელოთ და ვიმოქმედოთ, რადგან ხალხის სურვილია სიმშვიდე, ნორმალური ცხოვრება და მუშაობა. და ჩვენ პარლამენტარებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად. ამიტომ, ამ საკითხებისადმი უნდა იყოს კომპლექსური მიდგომა. თუ გვინდა საქმე გავაკეთოთ და საპარლამენტო ორგანოს მუშაობა იყოს ეფექტური, მყისიერი და შედეგის მომტანი, მიმაჩნია, რომ ეს საკითხი სწორედ კომპლექსურ ჭრილში უნდა განვიხილოთ და გადავჭრათ“. – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*