ფრიდონ ინჯიამ რიგგარეშე სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს გაუძლოს ზეწოლას, რომელსაც იგი სხვადასხვა ასპექტში განიცდის

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში რიგგარეშე პლენარულ სხდომაზე ქვეყნის პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მიმართა, რომელიც პარლამეტის წინაშე ყოველწლიური მოხსენებით წარსდგა.
🔹 ფრიდონ ინჯიამ რიგგარეშე სხდომაზე იმედი გამოთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი შეძლებს გაუძლოს ზეწოლას, რომელსაც იგი სხვადასხვა ასპექტში განიცდის.
🔹 „მე მინდა ჩვენი პრეზიდენტის ყურადღება მივიქციო ასეთ საკითხზე. კერძოდ, საქართველოს ბოლო პრეზიდენტები მათი პრეზიდენტად მოსვლის პირველ პერიოდში იყვნენ განსხვავებულ პოზიციებზე, განსხვავებული ხედვა ჰქონდათ. პრეზიდენტობის მეორე ნახევარში კი, მათი შეხედულებები იცვლებოდა. თუმცა, ეს მარტო პრეზიდენტებს არ ეხებათ. დღეს ძალიან ბევრი პოლიტიკოსია, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ 180 გრადუსით სხვა პოზიციაზე იყო და დღეს კი სულ სხვა ბანაკშია.
🔹 მე იმედი მაქვს, რომ ჩვენს პრეზიდენტს შესწევს ძალა გაუძლოს ზეწოლას. ზეწოლა შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, სხვადასხვა ასპექტში. ეხლა არ მინდა შევიდე კონკრეტიკაში, თუ რა ზეწოლა მაქვს მხედველობაში“, – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*