ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა, შს და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება

📍 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარმოადგინა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების გაზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება.

🔷 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ ფინანსური სიდუხჭირის გამო უმეტესწილად ქვეყანას ტოვებენ და სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრებიან სწორედ პოლიციის თანამშრომლები და ჯანდაცვის სფეროს საკმაოდ მაღალკვალიფიციური მუშაკები.

🔷 „მე ვხედავ ამ ორ მნიშვნელოვან მიმართულებას და მიმაჩნია, რომ ამ სფეროს თანამშრომელთათვის ხელფასების გაზრდის საკითხი უნდა იყოს ჩადებული და გათვალისწინებული 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. შსს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამინისტრო, რომელზეც, შეიძლება ითქვას, რომ დგას ნებისმიერი სახელმწიფო, განსაკუთრებით კი ისეთი სათუთი და მგრძნობიარე გეოპოლიტიკური მდებარეობით, როგორიც საქართველოა. ამიტომ ეს მიმართულება სათანადოდ უნდა იყოს დაცული. იგივე მინდა გითხრათ, ჯანდაცვის სფეროზე, რომლის საკმაოდ მაღალკვალიფიციური თანამშრომლები ასევე, ტოვებენ ქვეყანას და სამუშაოდ საზღვარგარეთ მიემგზავრებიან. აქედან გამომდინარე, ეს ორი მიმართულება ქვეყნის ხელისუფლებისთვის უნდა იყოს უმთავრესი პრიორიტეტი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔷 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა ხელი შეუწყოს საზღვარგარეთ წასულ მოქალაქეებს, განსაკუთრებით ნიჭიერ და მოტივირებულ ახალგზარდა მეცნიერებს, რომლებიც სახელწიფოს ინტელექტუალურ ქონებას წარმოადგენენ, და მათი სამშობლოში დაბრუნება ნამდვილად ეროვნული საქმე იქნება.

🔷 „მნიშვნელოვანია, ამ მხრივ შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომლის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, მოხდება ახალგაზრდა მეცნიერების სამშობლოში დაბრუნების ხელშეწყობა შესაბამისი მოტივაციის საფუძველზე. ამაზე უნდა საუბრობდეს განათლების მინისტრი, მაგრამ ეს საკითხი მე მაინტერესებს როგორც ჩემი ქვეყნის შვილს. ჩვენს ახალგაზრდებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ სხვადასხვა მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის დანერგვაში აქტიურად იყვნენ ჩართულები. სახელმწიფომ კი, თავის მხრივ მაქსიმალურად უნდა შეუწყოს ხელი ახალგაზრდების მოტივაციას მნიშვნელოვანი დარგებისა და სფეროების განვითარების თვალსაზრისით, რაც ქვეყნის მომავლისთვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“, – აღნიშნა დეპუტატმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*