ფრიდონ ინჯიამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი უწოდა პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას

🔹 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი უწოდა პარლამენტში ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ რეზოლუციის პროექტის განხილვას.

🔹 „ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტი, რასაც აკეთებს დღეს საქართველოს პარლამენტი და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, ამიერკავკასიისთვის, არამედ იმ ტერიტორიებისთვის, რომელიც ჩვენ დროებით გვაქვს დაკარგული.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტარის პლენარულ სხდომაზე.

🔹 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის განცხადებით, მნიშვნელოვანი იქნება თუკი ამ პროცესში ევროკავშირის 27 ქვეყნიდან რომელიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას უხელმძღვანელოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

🔹 „მე მაქვს ასეთი წინადადება, რომ ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოდან, რომელიმე ქვეყანამ აიღოს პასუხისმგებლობა უხელმძღვანელოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ამ პროცესში შეიძლება ჩაერთოს რამდენიმე ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგება ჩვენს ქვეყანას და მხარს დაუჭერს საქართველოს“ – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔹 ამასთან, ფრიდონ ინჯიამ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში ყურადღება გაამახვილა, რომ საქართველოს პარლამენტის მეგობრობის ჯგუფების მხრიდან მოხდეს აქტიური ჩართულობა აღნიშნულ საკითთან მიმართებაში.

🔹 „უმნიშვნელოვანეს საკითხად ასევე, მიმაჩნია, რომ პარლამენტის მეგობრობის ჯგუფებში ერთ-ერთ მუხლად ჩაგვეწერა, რომ ეს საკითხი იყოს უპირველესი, რომ მოვძებნოთ ისეთი ქვეყანები, რომლებიც მართლაც დაგვიდგებიან გვერდში და ხელმძღვანელობას გაუწევენ საქართველოს ამ საქმეში.“ – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*