ფრიდონ ინჯიას აზრით კარგი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარე მოვაჭრეთათვის მომზადდეს სპეციალური ადგილები სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას.

📍 პარლამენტის პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარე ფრიდონ ინჯიას აზრით, კარგი იქნებოდა ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში გარე მოვაჭრეთათვის მომზადდეს სპეციალური ადგილები, სადაც ისინი შეძლებენ თავიანთი პროდუქციის გაყიდვას.

📍 ამასთან დაკავშირებით, დეპუტატს მიზანშეწონილად მიაჩნია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პარალელურად, შეიქმნას სპეციალური კანონი, რომელიც დაარეგულირებს გარე მოვაჭრეთა საკითხს საკანონმდებლო დონეზე.

📍 საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პირველი მოსმენით განხილულ იქნა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედების ფარგლები გაფართოვდა და მეტად დაზუსტდა, რაც ასევე, გულისხმობს გარე მოვაჭრეების მიმართ კანონის გამკაცრებას და მათთვის ჯარიმების დაწესებას.

🔸 „შეიძლებოდა თუ არა მიგვეღო ამ კანონპროეტის პარალელურად კანონი, რომელიც დაავალდებულებს მუნიციპალიტეტს, სანამ ჯარიმებზე და დასჯით მექანიზმებზე გადავიდოთ, როგორც ეს არის პროექტში გაწერილი, მოამზადოს ყველა ქალაქის ცენტრში, გარეუბანში ისეთი ადგილები, სადაც გარე მოვაჭრეებს შეეძლებათ გაყიდონ თავიანთი პროდუქცია“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 დეპუტატის აზრით, კანონპროექტში მოყვანილი მუხლები, რაც ჯარიმებისა და დასჯის სხვადასხვა მეთოდებს გულისხმობს, მისთვის მიუღებელია.

🔸 „ჩემთვის ეს საკითხები მიუღებელია და არა მგონია გარე მოვაჭრისთვის, რომელიც სახლიდან მოტანილ პროდუქტს თუ სხვა რამეს ყიდის, ჯარიმის ეს ფორმა მისაღები იყოს. ამიტომ, ხომ არ იქნებოდა სწორი, ამ კანონთან ერთად, ყოფილიყო ვალდებულება კანონის დონეზე, რომ ყველა მუნიციპალიტეტმა შექმნას სპეციალური ადგილი და შექმნას შესაბამისი პირობები გარე მოვაჭრეთათვის. რა თქმა უნდა, წესრიგი უნდა იყოს და მათ შორის, გარე მოვაჭრეებთან მიმართებაშიც, მაგრამ ეს უნდა იყოს დაბალანსებული და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტებთან ერთად ყველაფერს უნდა აკეთებდეს ამისთვის და ვფიქრობ, ეს ყველასთვის მისაღები წინადადება უნდა იყოს“. – აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*