ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მინიტრის საათის ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს

📍 ფრიდონ ინჯიას გამოსვლა საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში საქართველოს იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმინეს.

🔸საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური ჯგუფის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც „მოქალაქეობის შესახებ კანონში“ ცვლილებებს შეეხება.

🔸 კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღებას იმ პირებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტისა, თუ სხვა მძიმე მდგომარეობის გამო, მოუწიათ ქვეყნის დატოვება იძულებით, 2009 წლის ჩათვლით და აქედან გამომდინარე, ხშირ შემთხვევაში, შექმნილი გამოუვალი ვითარების გათვალისწინებით, იძულებულნი გახდნენ, მიეღოთ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა.

🔸 დეპუტატის აზრით, საბედნიეროდ, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში არის საპარლამენტო კომიტეტები და კვალიფიციური იურისტები, რომლებსაც ძალუძთ ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა.

🔸 „მე მაინტერესებდა თქვენი ხედვა „მოქალაქეობის შესახებ კანონთან“ დაკავშირებით. ჩვენს მიერ ინიცირებული ცვლილებები ეხება პირებს, რომლებიც 1992 წლიდან 2009 წლის ჩათვლით, იძულებულნი იყვნენ დაეტოვებინათ საქართველო. ამ საკითხთან დაკავშირებით მე თქვენი პასუხით არ ვიყავი კმაყოფილი. მესმის, რომ დღეს რთული გამოწვევის წინაშე დგახართ, და ეს გამოწვევა ბევრად მნიშვნელოვანია ამ საკითხზე. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, საქართველოს პარლამენტში არის კომიტეტები და საკმაოდ კვალიფიცირებული იურისტები, რომელთა საშუალებითაც ეს საკითხი დადებითად გადაწყდება და სამართალი აღდგება. იმ პირების შვილები და შვილიშვილები, რომლებმაც ბედის უკუღმართობის გამო დატოვეს სამშობლო, ქართული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო ბარიერს გაღმა არ უნდა დავტოვოთ“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარეს მიზანშეწონილად მიაჩნია, სისხლის სამართლის კოდექსში იმ მუხლების შემოღება, რომლებიც 2004-2005 წლებში ნაჩქარევად იქნა გაუქმებული.

🔸 „მე მაინტერესებდა თქვენი ხედვა როგორ მიგაჩნიათ, არის თუ არა გადასახედი ეს მუხლები? … პარლამენტში არიან კვალიფიციური იურისტები და ვფიქრობ, ეს საკითხიც დადგება დღის წესრიგში. მე ასევე, მხედველობაში მქონდა კანონი ცილისწამების, შეურაცხყოფის შესახებ. შეურაცხყოფა სახელმწიფო სიმბოლოების მიმართ, სახელმწიფოს პირველი პირების მიმართ ეს დაუშვებელია და ამის გათვალისწინება მნიშვნელოვანია. მე ასევე, მაინტერესებდა თქვენი აზრი სასჯელის შეკრებითობის პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც ბევრ ჩვენთვის სამაგალითო ქვეყანაში საკმაოდ გავრცელებულია და ამ მხრივ შესაძლებელია შემოვიღოთ თუნდაც, ნაწილობრივ შეკრებითობის პრინციპი“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ იუსტიციის მინისტრს დედაქალაქის განტვირთვის მიზნით იუსტიციის სამინისტროს გარკვეული დეპარტამენტების რეგიონებში გადატანა შესთავაზა. დეპუტატის თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება ასევე, შეიძლება მიიღოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა ჭკვიანი რობოტების მომსახურეობის შემოღებაზე, რაც მისი აზრით, უწყების განვითარებას ძალიან შეუწყობს ხელს.

🔸 „საქართველოს ბევრ ქალაქში არის იუსტიციის სახლი და, გარკვეულწილად, იგი ბრენდად ჩამოყალიბდა თავისი ლამაზი შენობებით და ეს თქვენი და თქვენი წინამორბედების დამსახურებაა, რაც ძალიან სასიამოვნოა“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარის აზრით, უმძიმესი მოსასმენი იყო იუსტიციის მინისტრის მხრიდან პარლამენტის ტრიბუნიდან გაჟღერებული განაჩენი, რომელიც სააკაშვილის მმართებლობის პერიოდის ძალიან მძიმე რეალობას უკავშირდებოდა.

🔸 „აქედან გამომდინარე, მე მომივიდა აზრად ის, რომ საზოგადოებას შევახსენოთ ჩვენ და არ უნდა დავივიწყოთ ყოველივე ეს, თორემ გადის წლები, ათეული წლები და თითქოს არაფერი … არადა ეს ძალიან მნიშნელოვანი მონაკვეთი იყო ჩვენი ცხოვრების და ამის დავიწყება არ შეიძლება, განსაკურებით ქართველი კაცისთვის“.

🔸 „ამიტომ, მე მიზანშეწონილად მიმაჩნია და მაქვს წინადადება, რომ თქვენი ეგიდით, შექმნათ სწავლების ცენტრი მოსახლეობის განათლების მხრივ, სადაც იქნება გადაცემები, რომელიც შეეხება სხვადასხვა დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს, თუნდაც კანონების შესწავლის მიზნით. ეს შეიძლება იყოს ძალიან საინტერესო, რომელიც იქნება ამ ფაქტებზე დაყრდნობით. ამით კი, სამინისტროს შრომა უფრო დაფასდება“,- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

🔸 გამოსვლის დასასრულს, პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარემ დადებითად შეაფასა მინისტრის საქმიანობა იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც ბოლო პერიოდში იუსტიციის სამინიტრო დგას.

🔸 „თქვენ ხართ, პირველი პირი, იუსტიციის მინისტრი და ბევრი რამ შეგიძლიათ. შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს მიღებული გადაწყვეტილებები, მაგრამ თუ თქვენ გამოხვალთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე, ეს ქვეყნისთვის მომგებიანია იქნება“,- აღნიშნა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*