ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტაცია საკმაოდ ინფორმირებულია და ამ განცხადებას ისინი „ჰაერში არ გააკეთებდნენ

🔻 საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ ტელეკომპანია „ალტ ინფოს“ გადაცემაში “ალტერნატიული ხედვა“ ჟურნალისტის კითხვაზე, რამდენად რეალურია საფრთხე პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ მიერ გაკეთებული განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ეხებოდა რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული პირების მხრიდან აფხაზეთსა და ცხინვალში შესაძლო პროვაკოციებს, აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა იყოს რადიკალური ოპოზიციის გეგმის ერთერთი შემადგენელი ნაწილი, რომელიც სახელმწიფოში დესტაბილიზაციას ისახავს მიზნად.

🔸 ფრიდონ ინჯიას განცხადებით, პოლიტიკური პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტაცია საკმაოდ ინფორმირებულია და ამ განცხადებას ისინი „ჰაერში არ გააკეთებდნენ.“

🔸 „ეს შეიძლება იყოს გეგმის ერთერთი ნაწილი, რომლის განხორციელება რადიკალური ოპოზიციის წარმოამადგენლებმა შეიძლება დაიწყონ სააკაშვილის სასამართლოს სხდომის შემდეგ, რომელიც 14 დეკემბერს არის ჩანიშნული. ეს შეიძლება იყოს იმ გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მიმართული იქნება სახელმწიფო ხელისუფლების შესაცვლელად. მაგალითად, ამ გეგმის ნაწილი შეიძლება იყოს სააკაშვილის საკითხი, იგივე პროვოკაციული ქმედებები საზღვრებთან, ეს შეიძლება იყოს ტერორისტული აქტი, რომელიმე კუთხეში. რაც მათ განაცხადეს ეს ყურადსაღებია, ეს არ იყო ჰაერში ნასროლი სიტყვები. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გვაწყობს არავითარი ომი, არავითარი ომით გადაწყვეტილი საქმე“.

🔸 „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ეს იქნება სახალხო დიპლომატია, თუ სახელმწიფო სტრუქტურების აქტიურობა. მიმაჩნია, რომ შერიგების სამინტრომ უნდა გამონახოს კონტაქტები, ჩავიდნენ აფხაზეთში, მე ამაში შეუძლებელს ვერაფერს ვერ ვხედავ. დიალოგი და კონტაქტების გააქტიურება აფხაზებთან და ოსებთან ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი ჩვენი ძმები არიან“.

🔸 „მაგალითად, ჩემთვის გარკვეულწილად მიუღებელია 11 ადამიანის გადმოსვენების ფაქტი, რომლებიც აფხაზეთის ომში დაიღუპნენ. ისინი დასაფლავებულნი იყვნენ თავინთ სამშობლოში, თავიანთ მიწაზე და პირიქით, მათი მშობლები თუ ნათესავები იქეთ უნდა ჩასულიყვნენ. ამით დაიწყებოდა ლტოლვილების დაბრუნება და ეს უფრო მისაღები იქნებოდა. სახელმწიფოს ამისთვის უნდა გაეკეთებინა ყველაფერი“.

🔸 „რაღაც ეტაპზე უნდა დავიწყოთ გაერთიანება. ყველაფერ ამას სჭირდება დიალოგი და ურთიერთობა, რის გარშეც გამორიცხულია ურთიერთობის დამყარება, ვერც ერთი უცხო ქვეყანა, რაც არ უნდა ძლიერი იყოს, ამ საკითხს ჩვენ ვერ დაგვირეგულირებს. ეს ჩვენი გადასაწყვეტია, ჩვენი სიყვარულით, ჩვენი ნათესაური კავშირებით და ჩვენი მშვიდობის დროშით“.- განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი არ გამოქვეყნდება.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს <abbr title="ჰიპერტექსტის მარკირების ენა">HTML</abbr> ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>

*